Go Back Go Back
Go Back Go Back

ექიმის საათი

ექიმის საათი
ექიმის საათი

Publisher

Number of pages

188

Author

ხათუნა ხაჟომია, მაია ჯიბუტი, ქეთევან ჭელიძე, ნინო ჯიქური

Publication

ექიმის საათი

Publication date

03 November 2023

Download Icon

სახელმძღვანელო განკუთვნილია პედაგოგებისთვის და სკოლის ექიმებისთვის, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებთან სამუშაოდ. ამ რესურსის დახმარებით პედაგოგები და ექიმები უკეთ შეძლებენ მოსწავლეებისთვის ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას.

სახელმძღვანელოში წარმოდგენილია 48 საგაკვეთილო სცენარი, თითო კლასზე გათვალისწინებულია რვა საგაკვეთილო შეხვედრა. აღნიშნულ რესურსში მოწოდებულია თეორიული მასალა, სხვადასხვა ტიპის ინტერაქტიური სავარჯიშოები და ვიდეომასალა, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია საინტერესო, სასარგებლო და მრავალფეროვანი საკლასო აქტივობების განხორციელება.

დამხმარე სახელმძღვანელო მომზადებულია გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის – „საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა“ – მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.

პუბლიკაციის შინაარსი წარმოადგენს „საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა“-ს პასუხისმგებლობას და შესაძლოა, არ ასახავდეს შვედეთისა და UNFPA-ს ხედვას.