Go Back Go Back
Go Back Go Back

დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის ტენდენციები საქართველოში - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა

Publisher

Number of pages

177

Author

UNFPA / ქრისტოფ ზ. გილმოტო, სარა ტაფურო.

Publication

დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის ტენდენციები საქართველოში - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა

Publication date

24 November 2017

Download Icon

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი წარმოგიდგენთ  2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზის საფუძველზე შექმნილ მონოგრაფიას სახელწოდებით: დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის ტენდენციები საქართველოში - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა.

2014 წლის აღწერის შედეგად მიღებულ იქნა უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნების, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროების, საცხოვრისების და სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგებზე დაყრდნობით წინმდებარე მონოგრაფია განიხილავს საქართველოში დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის დარღვევებთან დაკავშირებული ტენდენციებს, მის განმაპირობებელ ფაქტორებს და გენდერულ ჭრილში აანალიზებს ოჯახების შექმნის თანმდევ რეპროდუქციულ ქცევას. 

წინამდებარე მონოგრაფია ეფუძნება საქართველოსა და საფრანგეთში წარმოებულ კვლევით სამუშაოებს. მონოგრაფიის პირველი ავტორი - ქრისტოფ ზ. გილმოტო - უმთავრესად პასუხისმგებელია დემოგრაფიულ ანალიზზე, ხოლო მეორე ავტორი - სარა ტაფურო - კახეთის რეგიონში ჩატარებული კვლევის წარმოებასა და აღნიშნული კვლევის შედეგების ანალიზზე. 

წინამდებარე მონოგრაფიაში შესულია ინფორმაცია მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მოიცვა მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერამ.