საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი წარმოგიდგენთ 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზის საფუძველზე შექმნილ მონოგრაფიას სახელწოდებით: ახალგაზრდები საქართველოში - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა.
2014 წლის აღწერის შედეგად მიღებულ იქნა უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნების, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, არსებობის საშუალებათა წყაროების, საცხოვრისების და სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგებზე დაყრდნობით მონოგრაფია "ახალგაზრდები საქართველოში" შეისწავლის საქართველოში ახალგაზრდების მდგომარეობას და ავლენს მათ წინაშე მდგარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.