Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA-ს ორგანიზებით, ახალგაზრდულ საკითხებზე გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

UNFPA-ს ორგანიზებით, ახალგაზრდულ საკითხებზე გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

News

UNFPA-ს ორგანიზებით, ახალგაზრდულ საკითხებზე გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

calendar_today 12 December 2023

People sitting at a discussion table
ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNFPA

11 დეკემბერს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, გაეროს ახალგაზრდების საკითხზე მომუშავე თემატური ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრა გახსნეს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლმა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, გივი მიქანაძემ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ბააკაშვილმა. 

შეხვედრას უძღვებოდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პროგრამის ანალიტიკოსი და თემატური ჯგუფის თავმჯდომარე, ნატალია ზაქარეიშვილი. გაეროს თემატური ჯგუფის შემადგენლობაში, რომელსაც UNFPA ხელმძღვანელობს, შედიან ასევე UNDP, UNICEF, UNHCR და FAO.

როგორც თავის გამოსვლაში საბინე მახლმა აღნიშნა, ახალგაზრდების როლი ქვეყანაში ხელშესახები ცვლიებების მისაღწევად, ფასდაუდებელია. შესაბამისად, გაეროს მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგში ფართოდაა მოცული მათი უფლებების, კეთილდღეობისა და გაძლიერების აუცილებლობა. მახლი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებში ინვესტირება, მათი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ეკონომიკური მონაწილეობის მხარდაჭერის გზით,  მშვიდობიანი, დემოკრატიული და მდგრადი განვითარების წინაპირობაა. 

თავის მხრივ, გივი მიქანაძემ აღნიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობა ახალგაზრდებთან დაკავშირებულ საკითხებში საქართველოში და მადლობა გადაუხადა დონორებს „დიდი და განგრძობადი“ მხარდაჭერისა და ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული ხელშესახები შედეგებისთვის.

ვახტანგ ბააკაშვილმა, რომელმაც ისაუბრა 2023-2026 წლების სახელმწიფოს ახალგაზრდულ სტრატეგიასა და მისი 2023 წლის სამოქმედო გეგმაზე, აღნიშნა, რომ ახალგაზრდობის სფერო „მყიფეა“ და განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და, რომ სწორედ სტრატეგიული ხედვის პირობებში, როგორიც დღეს ქვეყანას გააჩნია, შესაძლებელია ამ სფეროს განვითარება. მან ასევე მადლობა გადაუხადა გაეროს მოსახლეობის ფონდს იმისთვის, რომ შექმნა, სამი წელია ინარჩუნებს და მხარს უჭერს დონორთა საკოორდინაციო პლატფორმას ახალგაზრდობის მიმართულებით.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწემ და ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებში მრჩეველმა, ანატოლი კორეპანოვმა წარმოადგინა კვლევის „ახალგაზრდული ორგანიზაციების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის სისტემის გაუმჯობესება: საკანონმდებლო წინადადებები“, რომელიც მომზადდა ქვეყანაში არსებული სისტემის ანალიზისა და ევროკავშირის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით. აღნიშნული კვლევა მომზადდა გაეროს ორგანიზაციების (UNFPA, UNDP, UNHCR) და World Vision -ის მხარდაჭერით, ახალგაზრდული დღის წესრიგის საკანონმდებლო რეფორმის ინიციატივის ფარგლებში.