Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA-ს აღმსრულებელი დირექტორის დოქტორ ნატალია კანემის ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძვნილი განცხადება

UNFPA-ს აღმსრულებელი დირექტორის დოქტორ ნატალია კანემის ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძვნილი განცხადება

Statement

UNFPA-ს აღმსრულებელი დირექტორის დოქტორ ნატალია კანემის ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძვნილი განცხადება

calendar_today 08 March 2023

სარვამარტო ილუსტრაცია გვიჩვენებს ქალებს, რომლებიც ტექნოლოგიებით არიან გატაცებული
ილუსტრაცია: მაიკო ხუტიაშვილი/UNFPA

ქალები და გოგოები, მათ შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად, სარგებლობენ უფლებით იცხოვრონ ძალადობისგან თავისუფლ გარემოში და თავად განკარგონ საკუთარ სხეული და ცხოვრება, როგორც რეალურ ასევე ვირტუალურ სამყაროში.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით იმართება ე.წ. სხეულის წარმოჩენის უფლების კამპანია, რომელიც ემსახურება ინტერნეტსივრცეში ქალებისა და გოგოების დაუცველობაზე ყურადღების გამახვილებას. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ტექნოლოგიების საშუალებით გენდერული ძალადობის მსხვერპლად ქცეულ ქალებს და ხელს ვუწყობთ იმ გენდერული სოციალური ნორმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რომლებიც ამგვარ ძალადობას ახალისებს.

ტექნოლოგიები უსაზღვრო შესაძლებლობებს გვთავაზობს. ისინი საშუალებას გვაძლევს გავაფართოვოთ ჩვენი ნაცნობების წრე, შევქმნათ და ვისარგებლოთ შესაძლებლობებით, შევიძინოთ ცოდნა. ჩვენს მზარდად ტექნოლოგიურ სამყაროში, ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომა, ციფრული წიგნიერება და უნარები სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ყველა მიმართულებით, დაწყებული საარსებო წყაროთი და დამთავრებული განათლებითა და სამოქალაქო მონაწილეობით. მიუხედავად ამისა, ხშირია ტექნოლოგიების არასწორად და იარაღის ფორმით გამოყენების შემთხვევები, რის სამიზნესაც უმთავრესად ქალები და გოგოები წარმოადგენენ. მარგინალიზებული მოსახლეობა, მათ შორის აფრო-წარმომავლობის მქონე პირები, ძირძველი მოსახლეობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ლგბტქია+ თემის წარმომადგენლები შესაძლოა კიდევ უფრო დაუცველები აღმოჩდნენ ამ მიმართულებით.  

ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომის თვალსაზრისით არსებული განსხვავება ხშირად მიიჩნევა ქალებსა და გოგოებს შორის ტექნოლოგიების მიმართ ნაკლები ინტერესის საბაბად. თუმცა, ეს ასე არ არის. ციფრული სამყაროდან ქალებისა და გოგოების გარიყვა ამ სამყაროში გამეფებული ძალადობისა და დისკრიმინაციის შედეგია; რაც თავის მხრივ აზარალებს მათ მომავალს და ამყარებს გენდერულ, ეკონომიკურ თუ სოციალურ უთანასწორობას. საერთო ჯამში, ამგვარ გარიყვას დიდი ზემოქმედება აქვს. დაახლოებით 2,7 მილიარდ ადამიანს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან და მათი უმრავლესობა ქალები და გოგონები არიან. მსოფლიო მასშტაბით, კაცების 62 პროცენტი იყენებს ინტერნეტს, მაშინ როცა ინტერნეტმომხმარებელთა წილი ქალებს შორის 57 პროცენტს არ აღემატება.

ქალები და გოგოები თანასწორი მომავლის შემოქმედნი არიან. რაც უფრო მეტად იქნებიან ისინი ჩართული ტექნოლოგიების შექმნაში, მით უფრო ნაკლებ დაუცველები იქნებიან - და მეტი სარგებელს მიიღებს მთლიანი საზოგადოება. მიუხედავად იმისა თუ რა მიზანს ემსახურება ახალი ტექნოლოგიები, როდესაც შემუშავებული ტექნოლოგია გენდერულ უთანასწორობას ასაზრდოვებს და აღრმავებს, იგი, საბოლოო ჯამში, უკიდურესად საზიანოა. რაც შეიძლება გამოიხატოს ინტიმური ფოტო-ვიდეო მასალების უნებართვო გავრცელების, შეანტაჟის - სექსუალური მასალების გავრცელების მუქარით, შევიწროების, სიძულვილის ენის, კიბერბულინგისა და პირადი ინფორმაციის გასაჯაროების ფორმით.

ინსტრუმენტებისა და პროდუქტების უსაფრთხოების, მიზნობრივი გამოყენებისა და ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესია მრავალფეროვანი პერსპექტივების არსებობა. სწორედ ამიტომ გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აქტიურად არის ჩართული ტექნოლოგიების განვითარებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის უსაფრთხოებისა და ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების პროცესში, რაც გენდერული ძალადობის პრევენციიასა და ამგვარ გამოვლინებებზე სათანადო რეაგირებას ემსახურება. და, რაც მთავარია, ჩვენ მოვუწოდებთ ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიებს, თავიდანვე ჩართონ ქალები ტექნოლოგიების შემუშავების პროცესებში.

ტექნოლოგიები გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს. როდესაც ქალებსა და გოგოებს აქვთ წვდომა ტექნოლოგიებზე და მათი უსაფრთხოდ გამოყენების საშუალება, ისინი უფრო მკაფიოდ აჟღერებენ საკუთარ სათქმელს და უფრო ეფექტურად სარგებლობენ საკუთარი უფლებებითა და არჩევანის თავისუფლებით - ტექნოლოგიები მათთვის ერთგვარ პლატფორმას ქმნის, რომლსაც შეუძლია შეცვალოს მათი მომავალი და, ასევე, ჩვენი მომავალი.