Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA-მ ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით ეროვნული ვალდებულებების შესრულების დაჩქარების თემაზე მაღალი დონის შეხვედრა გამართა

UNFPA-მ ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით ეროვნული ვალდებულებების შესრულების დაჩქარების თემაზე მაღალი დონის შეხვედრა გამართა

Press Release

UNFPA-მ ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით ეროვნული ვალდებულებების შესრულების დაჩქარების თემაზე მაღალი დონის შეხვედრა გამართა

calendar_today 01 December 2023

A panel of high-level delegates
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

1 დეკემბერს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით ეროვნული ვალდებულებების შესრულების დაჩქარების მნიშვნელობის შესახებ. 

ღონისძიება გახსნეს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, დოქტორმა საბინე მახლმა და შვედეთის საელჩოს თანამშრომლობის განვითარების განყოფილების უფროსმა, მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ერიკ ილესმა. 

დისკუსიას ბავშვის  ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით ძალისხმევის გაერთიანების მნიშვნელობის შესახებ ფასილიტაცია გაუწია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში და აზერბაიჯანისა და საქართველოს ოფისების დირექტორმა, მარიამ ხანმა. 

Two women sitting closely together, listening to someone
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა, ბაია კვიციანმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა, რუსუდან კოხოძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ოსაძემ,  საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა ბიჭიკაშვილმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა და ადამიანის უფლებების დამცველმა, აქტივისტმა თოზუ გულმამედლიმ. 

ღონისძიება მიზნად ისახავდა სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დიალოგის მხარდაჭერას მიმდინარე ძალისხმევასა და აღმოსაფხვრელ ხარვეზებზე, რათა ერთობლივი კოორდინაციით გაძლიერდეს ბავშვის  ქორწინების აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯები.  

ბავშვს  ქორწინების საზიანო პრაქტიკის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში 13,9 პროცენტს შეადგენს . საქართველოში მოზარდ გოგოებთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულმა ტრაგიკულმა შემთხვევებმა გამოავლინა ის მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც დაუყოვნებლივ საჭიროებს აღმოფხვრას. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მოზარდების ინფორმირების მნიშვნელობას იმ  მხარდამჭერი სამსახურების შესახებ, რომლებსაც საჭირო დროს უნდა მიმართონ. ასევე, აღნიშნული იქნა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კოორდინაციის მექანიზმის გაუმჯობესების საჭიროება პრობლემისადმი ჰოლისტიკური მიდგომის უზრუნველსაყოფად, რაღა მოზარდი გოგოები ადრეული ქორწინების საფრთხისგან მაქსიმალურად იყვნენ დაცულნი. ამავდროულად, მოზარდების გაძლიერება და მათთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნა ამ საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის განუყოფელი სტრატეგიაა. 

A bunch of people sitting at a table in front of a screen
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

შეხვედრაზე განხილული იქნა კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრების საკითხი, რათა შესაძლებელი იყოს ბავშვის  ქორწინების ნებისმიერი გამოვლინების აკრძალვა. ასეთი პრაქტიკაა ნიშნობა, რომელსაც ოჯახები  მიმართავენ. 

შეხვედრა გაიმართა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით და მიეძღვნა 16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.