Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარია მოსახლეობის დინამიკასთან დაკავშირებულ განწყობებზე და გაჟღერებულია მოწოდება, რადიკალურად გადაიხედოს ქვეყნების მიერ დემოგრაფიული ცვლილების მართვის მიზნით გატარებული ზომები

UNFPA-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარია მოსახლეობის დინამიკასთან დაკავშირებულ განწყობებზე და გაჟღერებულია მოწოდება, რადიკალურად გადაიხედოს ქვეყნების მიერ დემოგრაფიული ცვლილების მართვის მიზნით გატარებული ზომები

Press Release

UNFPA-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარია მოსახლეობის დინამიკასთან დაკავშირებულ განწყობებზე და გაჟღერებულია მოწოდება, რადიკალურად გადაიხედოს ქვეყნების მიერ დემოგრაფიული ცვლილების მართვის მიზნით გატარებული ზომები

calendar_today 19 April 2023

ორი ქალის სახე ერთიან ახლა სახეს ქმნის SWOP-ის 2023 წლის ანგარიშის გარეკანზე
მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ 2023 წლის ანგარიში

სტამბოლი, 2023 წლის 19 აპრილიახალი მონაცემები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის ტენდენციებთან დაკავშირებული შეკითხვები და წუხილები ფართოდ არის გავრცელებული და სულ უფრო მეტი ქვეყნის მთავრობები იმუშავებენ პოლიტიკას, რომელიც შობადობის მაჩვენებლების ზრდას, შემცირებას ან შენარჩუნებას ემსახურება. მაგრამ შობადობის მაჩვენებლებზე ზემოქმედების მცდელობები ძალიან ხშირად არაეფექტურია და, გარდა ამისა, ქალთა უფლებების შელახვის რისკს შეიცავს, ნათქვამია მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ გამოქვეყნებულ საეტაპო ანგარიშში - "8 მილიარდი ადამიანი, უსასრულო შესაძლებლობები: უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების სადარაჯოზე გაჟღერებულია მოწოდება, რადიკალურად გადაიხედოს მოსახლეობის რიცხოვნობასთან დაკავშირებული პოლიტიკა - იგი მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და მედიას, თავი შეიკავონ მოსახლეობის რაოდენობის ზრდასა და კლებასთან დაკავშირებული  საკითხების გაზვიადებისაგან და ნაცვლად იმისა, რომ დასვან კითხვა მოსახლეობის რეპროდუქციის ტემპთან დაკავშირებით, ყურადღება გაამახვილონ კითხვაზე, თუ რამდენად თავისუფლად შეუძლიათ ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს, გააკეთონ საკუთარი რეპროდუქციული არჩევანი - ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი ძალიან ხშირად უარყოფითია.

„დაუშვებელია ქალის სხეულის გამოყენება მოსახლეობასთან დაკავშირებული მიზნების შესრულებისთვის“, - აცხადებს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი ნატალია კანემი. "წარმატებული და ინკლუზიური საზოგადოებების შესაქმნელად, მოსახლეობის რაოდენობის მიუხედავად, რადიკალურად უნდა გადაიხედოს მოსახლეობის ცვლილებაზე საუბრისა და მასზე რეაგირების დაგეგმვის გზები“.

68 ქვეყანაში, რომელსაც ანგარიში მოიცავს, იმ ქალების 44 პროცენტს, რომლებსაც პარტნიორი ჰყავთ, შეზღუდული აქვთ უფლება მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება საკუთარი სხეულის შესახებ, როდესაც საქმე ეხება სქესობრივ კავშირს, კონტრაცეფციას და სამედიცინო მომსახურების მიღებას; და მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით, 257 მილიონი ქალის საჭიროება, რომელიც უკავშირდება უსაფრთხო და საიმედო კონტრაცეფციას, დაუკმაყოფილებელი რჩება.

ისტორიამ გვიჩვენა, რომ შობადობის ზრდისა ან შემცირების მიზნით გატარებული პოლიტიკა ხშირად არაეფექტურია და შეიძლება ზღუდავდეს და უხეშად არღვევდეს ქალთა უფლებებს. ბევრ ქვეყანაში დაინერგა პროგრამები, რომლებიც ოჯახების ზრდას ემსახურება, ქალებისთვის და მათი პარტნიორებისთვის ფინანსური წახალისებისა და ჯილდოების შეთავაზებით, თუმცა ამ ქვეყნებში შობადობის მაჩვენებელი კვლავ დაბალი რჩება და ერთ ქალზე ორ შვილზე ნაკლებს შეადგენს. ხოლო იძულებითი სტერილიზაციისა და იძულებითი კონტრაცეფციის გზით მოსახლეობის ზრდის შენელების მცდელობა უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

ოჯახის დაგეგმვა არ უნდა იყოს გამოყენებული შობადობასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად; ოჯახის დაგეგმვა უნდა ემსახურებოდეს ინდივიდუალური პირების გაძლიერებას. ქალებს უნდა შეეძლოთ არჩევანის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის და რამდენი შვილის ყოლა სურთ, ექსპერტებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იძულების გარეშე.

თუმცა ის შეკითხვები და შეშფოთება, რომელიც იკვეთება შობადობის მაჩვენებლებზე საჯარო საუბრებისას, რეალურ რისკებს წარმოშობს: იგი ხელს გვიშლის მწვავე თუმცა მოგვარებად პრობლემებთან გასამკლავებლად აუცილებელი კონსტრუქციული გადაწყვეტილებების მოძიებაში და ის აგრეთვე შეიძლება ქალთა უფლებებისა და ქალებისთვის სხეულის ავტონომიის შეზღუდვის საფუძვლად იქცეს,“ - განაცხადა ფლორენს ბაუერმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ მომზადებული ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს მთავრობებისთვის, რომლებიც ეხება გენდერული თანასწორობისა და უფლებების უზრუნველყოფაზე ორიენტირებული ისეთი პოლიტიკის შემუშავებას, როგორიცაა მშობლის შვებულებით სარგებლობის პროგრამები, ბავშვებისთვის საგადასახადო შეღავათები, პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას სამუშაო ადგილზე და სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფას. რეკომენდაციები მოიცავს გამოცდილ ფორმულას, რომელიც ქვეყნებს ეკონომიკურ დივიდენდებს მოუტანს და მდგრადი საზოგადოებების შექმნაში დაეხმარება, რომლებიც შეძლებენ წინსვლასა და აყვავებას, მიუხედავად მოსახლეობის რაოდენობაში ცვლილებებისა.

მსოფლიო მოსახლეობა 2023 წლის მდგომარეობით - მნიშვნელოვანი ფაქტები და მონაცემები:

  1. აღნიშნულ 68 ქვეყანაში, იმ ქალებისა და გოგოების 24 პროცენტს, რომლებსაც პარტნიორი ჰყავთ, არ აქვს უფლება, უარი თქვას სქესობრივ კავშირზე, ხოლო მათ 11 პროცენტს ეზღუდება კონტრაცეფციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება.
  2. 8 ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მედიისა ან საჯარო საუბრების საშუალებით იღებენ ინფორმაციას მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, სხვებთან შედარებით უფრო პრობლემურად მიიჩნევდნენ მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის ზრდას.
  3. მსოფლიო დემოგრაფია სწრაფად იცვლება: მსოფლიო მოსახლეობის 2/3 ცხოვრობს ადგილებში, სადაც შობადობის მაჩვენებლები დაბალია, მაშინ როცა, 2050 წლისთვის, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის ზრდის დაახლოებით ნახევარზე პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ 8 ქვეყანა (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ინდოეთი, ნიგერია, პაკისტანი, ფილიპინები და ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა), რაც მკვეთრად ცვლის მოსახლეობის სიჭარბის თვალსაზრისით მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების რეიტინგს.
  4. კლიმატის ცვლილების ერთ-ერთ ფაქტორად შობადობის მაღალი მაჩვენებლის განხილვა გამორიცხავს იმ ქვეყნების პასუხისმგებლობას, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობით აწარმოებენ ნახშირბადს. მსოფლიოში მცხოვრები 8 მილიარდი ადამიანიდან, დაახლოებით 5,5 მილიარდი ვერ გამოიმუშავებს საკმარის თანხას, დაახლოებით 10 დოლარს დღეში, იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ატმოსფერული ჰაერის ნახშირბადი დაბინძურებაში.
  5. შობადობის დაბალი მაჩვენებლების მქონე საზოგადოებებში, რომლებშიც პარალელურად მოსახლეობის დაბერება იკვეთება, ეკონომიკის ზრდის ტემპის შესანარჩუნების უზრუნველსაყოფად, ბევრად უფრო ეფექტურია სამუშაო ძალის მხრივ გენდერულ თანასწორობაზე ზრუნვა, ვიდრე შობადობის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა.

შენიშვნები რედაქტორებისთვის

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ.  1978 წლიდან მოყოლებული, აღნიშნული ყოველწლიური ანგარიში მიმოიხილავს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს, უზრუნველყოფს ამ საკითხების მეინსტრიმინგს და იკვლევს საერთაშორისო განვითარების კონტექსტში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. წლევანდელი ანგარიში შედგენაში გაეროს ორი პარტნიორი მონაწილეობდა: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის მოსახლეობის განყოფილება.

წარმოადგენს რა გაეროს სააგენტოს, რომელიც შეისწავლის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ეხმარება ადამიანებს მიიღონ ინფორმაცია და მომსახურებები კონტრაცეფციისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით და ხელს უწყობს ქალებ და გოგოებ გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება თავიანთი სხეულისა და ცხოვრების შესახებ.

  • გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიში მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ „8 მილიარდი ადამიანი, უსასრულო შესაძლებლობები: უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების სადარაჯოზე“ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.unfpa.org/swp2023 
  • გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს: www.unfpa.org 

გასაუბრებისთვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდ შემდეგ პირებს:

  • ნიუ-იორკი - Eddie Wright [ედი რაიტი]; ელ.ფოსტა: ewright@unfpa.org, ტელ.: +1 917 831 2074
  • სტამბოლი - Jens-Hagen Eschenbaecher [იენს-ჰაგენ ეშენბახერი]: ელ.ფოსტა: eschenbaecher@unfpa.org, ტელ.: +90 549 748 36 55
  • თბილისი - სალომე ბენიძე, ელ.ფოსტა: benidze@unfpa.org, ტელ.: +995 577 211 300

ამონარიდები გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის - დოქტორ ნატალია კანემის განცხადებიდან

„ადამიანის რეპროდუქცია არც პრობლემაა და არც გამოსავალი. თუ მოსახლეობასთან დაკავშირებული პოლიტიკის საფუძვლად გენდერულ თანასწორობასა და ადამიანის უფლებებს გამოვიყენებთ, ჩვენ უფრო ძლიერები და მედეგებ ვიქნებით და უკეთ შევძლებთ გავუმკლავდეთ გამოწვევებს, რომლებიც მოსახლეობის სწრაფად ცვალებად რაოდენობას უკავშირდება.

შობადობასთან დაკავშირებული მიზნების დასახვა და მათი შესრულებისთვის ძალისხმევის გაღება, ასევე, საკუთარ რეპროდუქციასთან დაკავშირებით ქალების გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა მხოლოდ მარცხისთვისაა განწირული. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი პოლიტიკა თითქმის არასდროს არის ეფექტური და ქალთა უფლებებ შელახვას იწვევს. ადამიანებსა და მათ პოტენციალში ინვესტიცია კეთილდღეობისა და მშვიდობისკენ მიმავალ ყველაზე საიმედო გზას წარმოადგენს“.