Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA-ის აღმასრულებელი დირექტორი ნატალია კანემის და UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის ჰენრიეტა ფორის ერთობლივი განცხადება ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

UNFPA-ის აღმასრულებელი დირექტორი ნატალია კანემის და UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის ჰენრიეტა ფორის ერთობლივი განცხადება ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

News

UNFPA-ის აღმასრულებელი დირექტორი ნატალია კანემის და UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის ჰენრიეტა ფორის ერთობლივი განცხადება ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

calendar_today 06 February 2018

ბრძოლა არსებული ტენდენციების წინააღმდეგ

ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება ბევრ რამეს გულისხმობს: ეს არის ძალადობრივი აქტი, რომელიც იწვევს ინფექციას, დაავადებას, გართულებებს მშობიარობის დროს და სიკვდილსაც კი. სასტიკი პრაქტიკა, რომელიც ხანგრძლივ ემოციურ ზიანს აყენებს საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და უმწეო წევრებს - 0-დან 15 წლის ასაკის გოგონებს. ადამიანის უფლებების დარღვევა, რომელიც ასახავს და ამავდროულად აძლიერებს გოგონათა და ქალთა დაბალ სტატუსს. მუხრუჭი, რომელიც ხელს უშლის თემებისა და ეკონომიკის კეთილდღეობას.

თუმცა, ეს აგრეთვე არის რაღაც, რაც შეიძლება შეჩერდეს.

მსოფლიოს გარშემო, ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების აღმოფხვრის მამოძრავებელი ძალა ძლიერდება. პოლიტიკური ნება, საზოგადოების ჩართულობა და მიზნობრივი ინვესტიციები ცვლიან არსებულ პრაქტიკას და ადამიანების ცხოვრებას.

იმ ქვეყნებში, სადაც UNFPA და UNICEF  ქალთა სასქესო ორიგანოების დასახიჩრების პრაქტიკის აღმოსაფხვრელად მუშაობენ, 1997 წელთან შედარებით სამჯერ შემცირდა გოგონების მიერ ამ საზიანო პრაქტიკის გამოცდის შანსი. 25 მილიონზე მეტმა ადამიანმა 15 ქვეყნის 18000 თემში, უკვე დაგმო არსებული პრაქტიკა, მისი გავრცელება 2000 წლის შემდეგ თითქმის მეოთხედით შემცირდა.

ეს კარგია როგორც გოგონებისა და ახალგაზრდა ქალებისთვის აგრეთვე  მათი ოჯახებისა და თემებისთვის. გოგონები, რომლებიც არ გამხდარან ამ საზიანო პრაქტიკის მსხვერპლნი იზრდებიან უფრო ჯანმრთელები და ჰყავთ ჯანმრთელი შვილები. ისინი ხშირად უფრო განათლებულები არიან, იღებენ უფრო მაღალ შემოსავალს და არიან უფრო ძლიერები საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას. საზოგადოებები და ქვეყნები, რომლებიც უპირისპირდებიან და ცვლიან საზიანო პრაქტიკას იღებენ შესაბამის სარგებელსაც.

ეს კარგი სიახლეა, თუმცა დემოგრაფიული ტენდენციები მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში, სადაც ქალების სასქესო ორგანოების დაზიანება კვლავ გრძელდება, საფრთხეს უქმნის ჩვენს პროგრესს.

2030 წლისთვის, ახალდაბადებულთა მესამედზე მეტი იმ 30 ქვეყანაში დაიბადება, სადაც ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკა ჯერ კიდევ ხორციელდება. რისკის ქვეშ მყოფი გოგონების რაოდენობა ჯერ კიდევ იზრდება. თუ პროგრესი არ დაჩქარდება, 2030 წლამდე, შესაძლოა, მილიონობით გოგონა გახდეს ამ საზიანო პრაქტიკის მსხვერპლი.

უსამართლობა იქნება ეს გოგონები შეურთდნენ იმ 200 მილიონ ქალსა და გოგონას, რომლებიც უკვე გახდნენ ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების პრაქტიკის მსხვერპლი;  რომლებსაც დარჩათ შრამები, განიცდიან თანმდევ  გართულებებს, ან ცხოვრობენ ტკივილისა და ღალატის სასტიკი მოგონებებით. არავინ იღებს ეკონომიკურ ან სოციალურ სარგებელს ისეთ არათანასწორ საზოგადოებაში, სადაც ქალების წინააღმდეგ ძალადობა მიღებულია.

ჩვენ ვიცით როგორ უნდა შეცვალოთ ეს. ჩვენ ვნახეთ, რომ ქალების სასქესო ორგანოების დასახიჩრების პრაქტიკა სწრაფად მცირდება იმ ადგილებში, სადაც ეს საკითხი გულმოდგინედ განიხილება - მთავრობების, თემების და ოჯახების მიერ; სადაც სოფელ-სოფელ უპირისპირდებიან სოციალურ ნორმებს; სადაც სამედიცინო პერსონალი ერთიანდება პრაქტიკის წინააღმდეგ და უარს ამბობს მის შესრულებაზე;  სადაც კანონი დანაშაულად აცხადებს ქმედებას და სადაც ეს კანონები ძალაში მოდის; სადაც ჯანდაცვის, განათლებისა და იურიდიული მომსახურების ფართო ხელმისაწვდომობა უზრუნველს მდგრად ცვლილებებს; სადაც გოგონები და ქალები დაცულები და გაძლიერებულები არიან და შეუძლიათ აიმაღლონ ხმა.  

მდგრადი განვითარების მიზნები აღიარებს, რომ ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება ძირს უთხრის პროგრესს უფრო თანაბარი, სამართლიანი და წარმატებული სამყაროსკენ. მდგრადი განვითარების მიზნებში დასახულია ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი -  2030 წლამდე აღმოიფხვრას გოგონათა და ქალთა წინააღმდეგ განხორციელებული ყველა ასეთი მავნე პრაქტიკა.

იმის გათვალისწინებით, რომ იზრდება  რისკის ქვეშ მყოფი გოგონების რაოდენობა, ეს არის ბრძოლა არსებული ტენდენციების წინააღმდეგ, მაგრამ გაზრდილი ინვესტიციებით და გაორმაგებული პოლიტიკური პასუხისმგებლობით, საზოგადოების მეტი ჩართულობით და უფრო გაძლიერებული ქალებითა და გოგონებით; ეს არის ბრძოლა, რომელიც შესაძლებელია მოვიგოთ. და თუკი ეს შესაძლებელია, ეს ასეც უნდა მოხდეს.

ახლა არის შესაფერისი დრო მარადიულად აღმოიფხვრას ჩვენი პლანეტიდან ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების პრაქტიკა. ეს არის ამოცანა ყველა ჩვენგანისთვის და ჩვენი საერთო მომავლისათვის.