Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის განცხადება, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

UNFPA-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის განცხადება, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

Statement

UNFPA-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის განცხადება, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

calendar_today 08 March 2024

A poster dedicated to March 8 celebration of international women's day with a graduate girl standing in the middle of a circle,
ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი/UNFPA

ინვესტირება ქალებისა და გოგოების გაძლიერებაში: ინკლუზიის წახალისება, კეთილდღეობის ხელშეწყობა

მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს ქალებისა და გოგოების გაძლიერება განაპირობებს. ოცდაათი წლის წინ, კაიროში გამართულ მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე, 179 ქვეყანა შეთანხმდა, რომ ეს იყო მდგრადი გლობალური განვითარებისკენ მიმავალი სწორი და აუცილებელი გზა.

მას შემდეგ, ქალებისა და გოგოების ჯანმრთელობასა და უფლებების დაცვაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა გააუმჯობესა - და გადაარჩინა - მილიონობით სიცოცხლე. დღეს, ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული და თავიდან აცილებადი გართულებებით ერთი მესამედით ნაკლები ქალი იღუპება, ვიდრე 2000 წელს. ამავე პერიოდში, ასევე ერთი მესამედით შემცირდა მშობიარობათა რიცხვი მოზარდ გოგოებს შორის. ხოლო იმ ქალების რიცხვი, რომლებიც კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებებით სარგებლობენ, გაორმაგდა, 1990 წლის მონაცემებთან შედარებით. 

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გენდერული თანასწორობისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი წინსვლის ტენდენციები იკვეთება, ისინი არ მოიცავს იმ მილიონობით ადამიანის გამოცდილებას, რომელიც კვლავაც განვითარების ტალღის მიღმა რჩება - ძირითადად დამკვიდრებული გენდერული უთანასწორობის გამო, რომელსაც ხშირად თან სდევს სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაცია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და გოგოებს, ეთნიკური და რასობრივი უმცირესობების წარმომადგენლებსა ან ლგბტქი+ ადამიანებად იდენტიფიცირებულ პირებს, კვლავაც ეზღუდებათ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების რეალიზების შესაძლებლობა. ხოლო მათ შემთხვევაში, ვინც კონფლიქტებისა თუ კლიმატური კატასტროფების   შედეგად ზარალდება, ოჯახის დაგეგმვისა და გენდერული ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების სერვისები, როგორც წესი, სწორედ მაშინ ჩამოიშლება ხოლმე, როდესაც ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ნათელი მომავლის უზრუნველყოფა ნებისმიერი ადამიანისათვის, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებიან ისინი, მოითხოვს ქალებისა და გოგოების დროულ, მუდმივ და ყოვლისმომცველ მხარდაჭერას და მათ კეთილდღეობაში ინვესტიციას - მსოფლიოს ყველა ნაწილში.

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ჩვენთვის ცნობილია, რა მუშაობს კარგად და ეს არის ინვესტიცია.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და კვლევის მიამრთულებით მისი პარტნიორების მიერ წარმოებული ანალიზის თანახმად, მხოლოდ $222 მილიარდიანი ახალი ინვესტიციაა საჭირო 2030 წლისთვის ისეთი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა დედების სიკვდილიანობის პრევენცია, ოჯახის დაგეგმვის მომსახურების მიწოდების მიმართულებით არსებული საჭიროებების დაკმაყოფილება და, მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში მცხოვრები ქალებისა და გოგოების დაცვა გენდერული ძალადობისა და მავნე პრაქტიკებისგან. ეს ის მიზნებია, რომელთა მიღწევითაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

გოგოებს, რომლებიც ადრეულ ასაკში არ ქორწინდებიან, უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ იმისა, რომ მიიღონ სრული ზოგადი განათლება და დასაქმდნენ, რაც ტრილიონობით დოლარის ოდენობით ეკონომიკურ სარგებლად უბრუნდება საზოგადოებას. სამუშაო ძალაში ქალების ჩართვა ზრდის ცხოვრების მანძილზე მათ მიერ შემოსავლების მიღების პოტენციალს და, შესაბამისად, შეიძლება საშუალოდ დაახლოებით 20 პროცენტით გაზარდოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე. კომპანიებს, რომლებიც თავიანთი სამუშაო ძალის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სუბსიდირებას ახორციელებენ, შეუძლიათ  პროდუქტიულობა დაახლოებით 15 პროცენტით გაზარდონ და ტალანტების გადინება კი დაახლოებით 22 პროცენტით შეამცირონ. ქალებისა და გოგოების კეთილდღეობაში ინვესტიციის შედეგად სარგებელს იღებს ყველა.  

ამ აშკარა სარგებელის მიუხედავად, ინვესტიციები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი: 2017 წელს, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიზნით გლობალური მასშტაბით გაღებული დახმარების მხოლოდ 1 პროცენტზე ნაკლები გადავიდა ქალთა ორგანიზაციების ხელში. 2022 წელს, გლობალური მასშტაბით განხორციელებული უცხოური დახმარების 1 პროცენტზე ნაკლები მოხმარდა გენდერული ნიშნით ძალადობის შეჩერებას. გლობალური მასშტაბით, ჯანდაცვის სფეროში ჩატარებული კვლევების მხოლოდ 1 პროცენტი ეძღვენა ქალებისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის პრობლემების კვლევას, ონკოლოგიის მიღმა. ქალები და გოგოები უფრო მეტს იმსახურებენ.

დიდი მადლიერება გვსურს გამოვთქვათ მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში მცხოვრები ქალების მიმართ, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ სვლას გენდერული თანასწორობისკენ, მათ ოჯახებში, სახლებში, სამუშაო ადგილებსა და თემებში - იმ ქალების მიმართ, როგორიცაა საფია*, რომლის ერთი ქალიშვილიც ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების პრაქტიკას შეეწირა და რის შემდეგაც მან უარი თქვა მისი მეორე ქალიშვილის მიმართ იგივე საზიანო პრაქტიკის გამოყენებაზე, და როგორიცაა 15 წლის ნგომა* რომელიც იღწვის სექსუალური და გენდერული ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის და მოუწოდებს საკუთარ თემს დაიცვან ამავე თემის წევრი გოგოების უფლებები.

ამ მიმართულებით ჭეშმარიტ ინვესტიციებს სწორედ ქალები და გოგოები ახორციელებენ, მხარს უჭერენ რა საშუალო განათლების სავალდებულობას, სათავეში უდგებიან ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, გამოდიან ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარი ინოვაციური იდეებით და აარსებენ პლატფორმებს, რათა საკუთარი ხმა მიაწვდინონ ყველას და მეტი სიცოცხლის გადარჩენა შეძლონ.

მხოლოდ ქალებისა და გოგოების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ინვესტიციებით არის შესაძლებელი ჩვენი - როგორც საზოგადოების - გაძლიერება და ჭეშმარიტად მშვენიერი და ღირებული მომავლის შექმნა, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველას.