Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

Ms. Alanna Armitage, Regional Director, UNFPA Eastern Europe and Central Asia RO visits Georgia

Ms. Alanna Armitage, Regional Director, UNFPA Eastern Europe and Central Asia RO visits Georgia

News

Ms. Alanna Armitage, Regional Director, UNFPA Eastern Europe and Central Asia RO visits Georgia

calendar_today 05 April 2017

2017 წლის 4-7 აპრილს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი, ალანა არმიტაჯი, საქართველოს ეწვია. რეგიონული დირექტორის რანგში, ეს არმიტაჯის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ის მონაწილეობას იღებს მაღალი დონის შეხვედრაში დედათა ახალშობილთა ჯანმრთელობისა და მასთან დაკავშირებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, ასევე შეხვდა საქართველოს საკანომდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, გაეროს სააგენტოებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. არმიტაჯი კახეთშიც ჩავიდა და ადგილზე გაეცნო გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიმდინარე პროექტებს.

გაეროს მოსახლეობის ფონდში (UNFPA) მისი 25 წლიანი მოღვაწეობა აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და ლათინურ ამერიკაში ქალთა უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათ განვითარებას უკავშირდება. გარდა გაეროს მოსახლეობის ფონდისა, ალანა არმიტაჯი სხვადასხვა დროს მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (CIDA).

ალანა არმიტაჯი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს.