Go Back Go Back
Go Back Go Back

გორის ხელოვნების სახლში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა

გორის ხელოვნების სახლში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა

News

გორის ხელოვნების სახლში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა

calendar_today 14 February 2025

A young girl and a boy standing in front of a book shelf holding a book
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

13 თებერვალს, გორის ხელოვნების სახლში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და გამომცემლობა „ინტელექტის“ ერთობლივი ინიციატივით „დაე, იკითხოს თავისუფლებამ“, „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა და ხელოვნების სახლს ასამდე წიგნი შეემატა თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების შესახებ.

„თანასწორობის კუთხე“ გახსნეს გამომცემლობა ინტელექტის მთავარმა რედაქტორმა, ზვიად კვარაცხელიამ და მწერალმა ივა ფეზუაშვილმა, რომელმაც მოზარდებთან ისაუბრა გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე, ქალების და გოგოების გაძლიერებასა და უფლებებზე.  

Two men are sitting near a book shelf one of them is holding a book

A signboard with the logos of Sweden and UNFPA as well as Intelekti Publishing on a golden background is standing on a book shelf

„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება.  ინიციატივა გულისხმობს სკოლების, ადგილობრივი ბიბლიოთეკების და ახალგაზრდების თავშეყრის სხვადასხვა სივრცეების თანამედროვე ლიტერატურით აღჭურვას.

A young woman is approaching a book shelf to take a book

წიგნები, რომელიც ახალგაზრდებს გადაეცემა, თემატურად დაკავშირებულია თანასწორობის, ტოლერანტობის და თავისუფლების იდეასთან, რაც შესაძლებლობას აძლევს მოზარდებს, თანამედროვე ლიტერატურის საშუალებით აიმაღლონ ცნობიერება უნივერსალურ ღირებულებებთან დაკავშირებით.

„თანასწორობის კუთხის“ გახნას თან ახლავს თანამედროვე ქართველი ავტორების საჯარო ლექციები გენდერული თანასწორობის შესახებ, დისკუსიები და სხვა ღონისძიებები.

Thee young people are sitting together

Two men sitting on a panel are talking to the audience

გორის „თანასწორობის კუთხე“, რომელიც რიგით ოცდამეხუთეა საქართველოს მასშტაბით, გაიხსნა გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით, გამომცემლობა ინტელექტთან თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით. 

UNFPA-ის და გამომცემლობა ინტელექტის ერთობლივი ინიციტივის „დაე, იკითხოს თავისუფლებამ“ ფარგლებში, იგეგმება სამი თანასწორობის კუთხის გახსნა ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში.