Go Back Go Back
Go Back Go Back

როგორ ეხმარება „მამების სკოლა” კაცებს სტერეოტიპების დაძლევაში?

როგორ ეხმარება „მამების სკოლა” კაცებს სტერეოტიპების დაძლევაში?

Story

როგორ ეხმარება „მამების სკოლა” კაცებს სტერეოტიპების დაძლევაში?

calendar_today 22 August 2024

The father holding a baby-boy in his hands, while the mother is clapping hands to make him smile
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

12-წლიანი ურთიერთობისა და 5-წლიანი ქორწინების შემდეგ,  ემილ ყურბანოვისა და გვანცა იჩქითის ცხოვრება 2024 წლის დეკემბერში სრულიად შეიცვალა, როდესაც მათი ვაჟი - დუდა დაიბადა.

ემილმა და გვანცამ შვილის ყოლის გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღეს მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ მზად იყვნენ, ბავშვზე ზრუნვა თავიანთი ცხოვრების პრიორიტეტად ექციათ. საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპის საპირისპიროდ, ისინი ყოველთვის გოგოს მშობლობაზე ოცნებობდნენ და მათი გეგმები და ოცნებებიც სწორედ გოგო შვილის ყოლას უკავშირდებოდა, სახელიც გოგოსთვის ჰქონდათ შერჩეული.

“დუდა რომ დაიბადა  , მაშინვე მივხვდი, რომ აღარაფერი იქნებოდა ისე, როგორც იყო, იმიტომ, რომ მთელი ჩვენი დრო და ყურადღება მისკენ არის მიპყრობილი. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ  ამას სიამოვნებით ვაკეთებთ ,“ ამბობს გვანცა.

ემილი  მზრუნველი და ჩართული მეუღლეა, რომელმაც თბილისში, „გაგუას კლინიკის“ ბაზაზე არსებული „მამების სკოლის“ კურსი გაიარა. „მამების სკოლა“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან ხორციელდება თბილისსა და ქუთაისში, ევროკავშირის მხარდაჭერით. „მამების სკოლას“ უკვე 100-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, რომლებმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს გენდერული სტერეოტიპები და თანასწორ ღირებულებებს ღიად უჭერენ მხარს. 

The father holding his baby-boy, while the mother is trying to entertain him
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

მეგობრები, რომლებსაც თავდაპირველად არ ესმოდათ, რატომ გადაწყვიტა ემილმა „მამების სკოლაში“ მონაწილეობის მიღება, საბოლოოდ, თავადაც დაინტერესდნენ “მამების სკოლით“.  თავად ემილმაც უკეთ გაიაზრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ გენდერული სტერეოტიპების დაძლევა, რაც ასე არის დამკვიდრებული საზოგადოებაში. მას მტკიცედ სჯერა, რომ როდესაც თავადაც მამები გახდებიან,  მისი მეგობრებიც სიამოვნებით გაივლიან „მამების სკოლის“ მიერ შემოთავაზებულ კურსს.

„მამების სკოლაში“ მიღებულმა გამოცდილებამ სრულებით შეცვალა ემილის დამოკიდებულება შვილის ცხოვრებაში მამის ჩართულობის მნიშვნელობის შესახებაც.  გაიაზრა რა,  რომ ორივე მშობელი თანაბრად უნდა ზრუნავდეს ბავშვზე, ემილმა დაამსხვრია თავის წარმოდგენაში არსებული მითი დედისა და მამის განსხვავებული „როლების“ შესახებ.

საკუთარი ბავშვობის გახსენებისას, ემილს გული სწყდება იმის გამო, რომ პირად საკითხებზე საკუთარ მამასთან საუბრის შესაძლებლობას მოკლებული იყო, ძირითადად იმიტომ, რომ მამამისი დღის განმავლობაში მუშაობდა და შინ გვიან ბრუნდებოდა, რის გამოც მამა-შვილი ვერ ახერხებდა გულწრფელ საუბარს.  

“ბევრჯერ ყოფილა, რომ მამაჩემის დარიგებები დედაჩემის პირით მიმიღია.  მამაჩემი არ მოსულა და არ უთქვამს ეს ასე რატომ გააკეთეო, ოღონდ ესეც იმიტომ, რომ მე არ მწყენოდა, “ - ამბობს ემილი.

უკვე რამდენიმე წელია, ემილს და მამამისს საერთო საქმე აკავშირებთ:  „ლუმიერსის“ გარშემო გაერთიანებამ, მათ საშუალება მისცა, მეტი დრო გაეტარებინათ ერთად და უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი. სწორედ ასე დაახლოვდნენ. 

Young parents holding their baby-boy
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ახლა, როდესაც ემილი უკვე თავად არის მამა, ცდილობს დუდასთან სხვანაირად მოიქცეს -  სურს, შვილთან რაც შეიძლება საინტერესოდ გაატაროს დრო, ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო ღიად ესაუბროს მას და მისთვის სანდო დასაყრდენი გახდეს: 

“მამების სკოლაშიც“ ამას უსვამენ ხაზს: როცა მამას თავიდანვე შეგიძ₾ია შვილთან ერთად გაატარო დრო, ესაუბრო მას რაღაც საკითხებზე, მერე როცა ბავშვი იზრდება, ისიც უკვე თამამად გელაპარაკება, არაფერს გიმალავს.“

გვანცა აღნიშნავს, რომ იყო საკითხები, რაც ემილმა არ იცოდა „მამების სკოლამდე“, მაგალითად,  რა უნდა გაეთვალისწინებინა, როდესაც ბავშვს სასეირნოდ გაიყვანდა. თუმცა, „მამების სკოლაში“ „მამის ჩანთის“ შესახებ სესიის გავლის შემდეგ, ემილი უფრო თავდაჯერებულია და უკეთაა მომზადებული.

ემილმა ახლახანს „TikTok“-ზე საკუთარი გვერდიც შექმნა, სახელწოდებით „Duda’s Daddy,“ სადაც ის აუდიტორიას უზიარებს მამობის საკუთარ გამოცდილებას, მათ შორის, იმ აუცილებელი ნივთების ჩამონათვალს, რაც “მამის ჩანთაში” უნდა ჰქონდეთ.

ამბავი მომზადდა პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (მეორე ფაზის) ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.