Go Back Go Back
Go Back Go Back

სრული სვლით გენდერული თანასწორობისკენ

სრული სვლით გენდერული თანასწორობისკენ

Statement

სრული სვლით გენდერული თანასწორობისკენ

calendar_today 08 March 2025

An illustrated card on a pink background, showing a woman with blue hair and a white text reading international women's day.
ილუსტრაცია: UNFPA

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის განცხადება ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს.

ქალებისა და გოგოების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვისთვის გაღებულმა ინვესტიციებმა მსოფლიო მნიშვნელოვნად შეცვალა, დაგვაახლოვა თანასწორ არჩევანს და ხმის უფლებას. ახლა ისე, როგორც არასდროს აქამდე, ქალები გიგანტურ ნაბიჯებს დგამენ და არ აპირებენ უკან - წარსულში დაბრუნებას.

თანაბარი უფლებებისკენ სვლა შეუქცევადი პროცესია და გაგრძელდება მანამ, სანამ ის რეალობად არ იქცევა ყველა ქალისა და გოგოსთვის, ყველგან.

1994 წლის მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციასა და 1995 წლის პეკინის მეოთხე მსოფლიო კონფერენციაზე ქვეყნების მიერ აღებულმა ვალდებულებამ, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლერების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, საფუძველი ჩაუყარა 30-წლიან პროგრესს, განსაკუთრებით სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით. აქტივისტები და მოკავშირეები, მსოფლიოს ყველა კუთხიდან, გაერთიანდნენ ქალების გასაძლიერებლად უსაფრთხო დედობისა და ფერტილობის შესახებ არჩევანის უზრუნველსაყოფად. მათი ძალისხმევის შედეგად, ქვეყნების უმრავლესობამ მიიღო კანონები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.

ეს და სხვა მიღწევები ისტორიულ მონაპოვარს წარმოადგენს, რომლებმაც მნიშვნელოვნად გარდაქმნა ქალების ცხოვრება. ქალთა გაძლიერების ყველა ასპექტი, იქნება ეს განათლება, სამუშაო ძალაში მონაწილეობის შესაძლებლობები თუ პოლიტიკური ლიდერობა, მჭიდროდ არის დაკავშირებული კეთილდღეობისა და ავტონომიის განცდასთან, რაც სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობას ახლავთ თან. და როდესაც ქალები და გოგოები ჯანსაღად ვითარდებიან, ეს მათი მათი ოჯახების, თემებისა და მთლიანად მსოფლიოს წინსვლისა და წარმატების საწინდარია.

მსოფლიოს ნახევარი მოსახლეობის ხელშეწყობა საკუთარი პოტენციალის რეალიზებით, რასაც გენდერული თანასწორობა უზრუნველყოფს, უსაფრთხო და წარმატებული საზოგადოებების ქვაკუთხედია. ეს დასტურდება იმ საერთაშორისო სამართლებრივი შეთანხმებებით, რომლებსაც ქვეყნების უმრავლესობამ მოაწერა ხელი, და ეს ურყევი მტკიცებულებებითაც დასტურდება. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მილიონობით ქალი და გოგო მოკლებულია შესაძლებლობებს - დღემდე, ყოველი სამ წამში, მსოფლიოს რომელიღაც კუთხეში, ერთ მოზარდ გოგოს ათხოვებენ. არც ერთ ქვეყანაში ჯერ არ არის მიღწეული სრული გენდერული თანასწორობა. ამ მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები კვლავ არასაკმარისია, მაშინ როცა ვიცით, რომ ეს ტრილიონობით დოლარის ეკონომიკურ და უზარმაზარ სოციალურ სარგებელს მოიტანს.

ქალთა უფლებებს კვლავ ზღუდავს უსამართლო კანონები და რეგულაციები, ხოლო ჯანდაცვის სერვისები ხშირად ვერ პასუხობს მათ საჭიროებებს. ყოველ 10 წუთში ერთი ქალის ან გოგოს სიცოცხლე ეწირება ინტიმური პარტნიორის ან ოჯახის წევრის მხრიდან ძალადობას. მხოლოდ ეს ერთი სტატისტიკური მონაცემიც კი ცხადყოფს ქალთა მიმართ სიძულვილითა და დისკრიმინაციით განპირობებული ძალადობის შესაჩერებლად რა მცირე პროგრესია მიღწეული და რა არის საზოგადოების პრიორიტეტი. 

უთანასწორობა კიდევ უფრო მწვავდება მზარდი შეიარაღებული კონფლიქტებისა და ბუნებრივი კატასტროფების ფონზე, რა დროსაც ქალები და გოგოები განსაკუთრებულად დაუცველები არიან - იზრდება არასასურველი ორსულობების რაოდენობა, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლები, ძალადობისა და ბავშვთა ქორწინების შემთხვევები.

ქალთა საერთაშორისო დღე შესაძლებლობას გვაძლევს ფართოდ მოვუწოდოთ ყველას დაუყოვნებელი მოქმედებისკენ და სოლიდარობა გამოვხატოთ ყველა ქალისა და გოგოს მიმართ, მათი მრავალფეროვნების გათვალისწინებით. მიუხედავად არსებული უამრავი გამოწვევისა, ვხედავთ, რომ ცვლილებები შესაძლებელია, რის მყარ საფუძველსაც საერთაშორისო სამართალი და ადამიანის ძირითადი უფლებები ქმნის. ამ მიმართულებით გვაქვს წარმატების მაგალითები და მტკიცებულებები, რომ გენდერული თანასწორობა, ერთაზროვნად, სარგებლის მომტანია. ეს არის ძლიერი ინსტრუმენტები გენდერული თანასწორობის მისაღწევად, რომლებითაც მაქსიმალურად უნდა ვისარგებლოთ. 

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) განაგრძობს თანამშრომლობას პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, მთავრობებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ქალთა უფლებების დასაცავად. ჩვენ არ შევჩერდებით, სანამ ყველას არ ექნება თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა – სურთ თუ არა ჰყავდეთ შვილები და როდის; სანამ არცერთი ქალის სიცოცხლე არ შეეწირება ორსულობისა თუ მშობიარობის გართულებებს. გენდერული თანასწორობა შეცვლის მსოფლიოს – დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის, ყველას სასარგებლოდ.