Go Back Go Back
Go Back Go Back

60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის თბილისში გაიხსნა

60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის თბილისში გაიხსნა

News

60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის თბილისში გაიხსნა

calendar_today 10 October 2022

ხნიერი ქალები ჟურნალის გარეკანს უყურებენ
ფოტო: თბილისის მერია

60+ კლუბი თბილისის მუნიციპალური სერვისია და განკუთვნილია 60 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, ვისაც სურს შეინარჩუნოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა და იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

ყველას, ვინც წევრობაზე დაფუძნებულ კლუბში გაერთიანდება, საშუალება ეძლევა, შეიძინოს ახალი უნარები, ერთმანეთს გაუზიაროს გამოცდილება, თავადვე დაგეგმოს და განახორციელოს კლუბის ღონისძიებები, გაიცნოს ახალი ადამიანები. 

კლუბის წევრებისთვის, ყოველდღიურად ჩატარდება სპეციალურად მათთვის შემუშავებული აქტივობები: გამაჯანსაღებელი ვარჯიშები, არტთერაპია და სხვა. 60+ კლუბი ღია იქნება ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10-დან 19 საათამდე. სავალდებულო რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბიბლიოთეკაში. 

მ ტიპის კლუბები მრავალი წელია არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. ამჯერად კი თბილისში, კლუბის პირველი ფილიალი იხსნება.

ნინია მაჭარაშვილი, „თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების“ დირექტორი:

ჩვენთვის დიდი პატივია, ხელი შევუწყოთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, იყვნენ აქტიურები და საზოგადოებაში ინტეგრირებულები, ჰქონდეთ ჯანსაღი და სასიამოვნო ხანდაზმულობის ასაკი. ვინაიდან, თბილისის ბიბლიოთეკების მომხმარებელთა მნიშვნელოვან ნაწილს, სწორედ, ამ ასაკის ადამიანები წარმოადგნენ, ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ კლუბის დაფუძნება, რათა, მათ შორის, ჩვენი მომხმარებლების ინტერესიც დავაკმაყოფილოთ. სამომავლოდ, კლუბის გახსნა სხვა ფილიალებშიც იგეგმება, რაც უფროსი თაობის უფრო მეტ ადამიანს დაეხმარება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და თვითგამოხატვაში“. 

ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი:

მოსახლეობის დაბერება საქართველოსთვის უაღრესად აქტუალურ საკითხს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანდაზმულთა რაოდენობა იზრდება და დადგა დრო, კონკრეტული ინტერვენციები განვახორციელოთ და ნაბიჯები გადავდგათ, რათა უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის ხანდაზმულობა ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისად იქცეს. გამოცდილება აჩვენებს, რომ ისეთ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, როგორიცაა კლუბები ჯანსაღი და აქტიური დაბერებისთვის, ამცირებს ხანდაზმულებს შორის მარტოობის განცდას და დადებითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე. გაეროს მოსახლეობის ფონდი მიესალმება თბილისის მერიის მზადყოფნას თანამშრომლობისთვის და ერთობლივ ძალისხმევას ხანდაზმულთა უფლებებისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად“.

60+ კლუბი ხორციელდება თბილისის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით