Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

2022 წლის 15 ნოემბერს მსოფლიო მოსახლეობა 8 მილარდს მიაღწევს საეტაპო დემოგრაფიული მოვლენა დიდი წინსვლის მტკიცებულებაა, მაგრამ წინ შესაძლებლობები და გამოწვევები გველის

2022 წლის 15 ნოემბერს მსოფლიო მოსახლეობა 8 მილარდს მიაღწევს საეტაპო დემოგრაფიული მოვლენა დიდი წინსვლის მტკიცებულებაა, მაგრამ წინ  შესაძლებლობები და გამოწვევები გველის

Press Release

2022 წლის 15 ნოემბერს მსოფლიო მოსახლეობა 8 მილარდს მიაღწევს საეტაპო დემოგრაფიული მოვლენა დიდი წინსვლის მტკიცებულებაა, მაგრამ წინ შესაძლებლობები და გამოწვევები გველის

calendar_today 11 July 2022

Picture of earth with people around it
Credits: Tatia Nadareishvili / UNFPA Georgia

ნიუ-იორკი2022 წლის 11 ივლისი 2022 წლის 15 ნოემბერს მსოფლიო მოსახლეობა 8 მილიარდს მიაღწევს, გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ დღეს გამოცემული 2022 წლის მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივების თანახმად. ეს საეტაპო მოვლენა საზეიმო აღნიშვნას იმსახურებს, მაგრამ, ამავე დროს წარმოადგენს კაცობრიობისათვის მკაფიო მოწოდებას, ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევების მოგვარებისკენ.  

 

კაცობრიობა მწვავე გამოწვევების წინაშე დგასსაკითხები, რომლებიც თაობებს ეხება, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, კონფლიქტი და ახალი კორონავირუსი (COVID-19), არაპროპორციულად მოქმედებს ჩვენ შორის ყველაზე მარგინალიზებულ და მოწყვლად ჯგუფებზე. დღემდე, მილიონობით ადამიანი აგრძელებს სიღარიბეში ცხოვრებას, იტანჯება შიმშილითა და არასრულფასოვანი კვები, არ აქვს წვდომა ჯანდაცვაზე და სოციალურ დაცვაზე და არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს სრულყოფილი და ხარისხიანი დაწყებითი და საშუალო განათლება. ქალებ მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ ვერ სარგებლობენ ძირითადიუფლებით, მიიღონ გადაწყვეტილებები თავიანთ სხეულსა და მომავალის შესახებ, და ჩვენ მომსწრე ვართ როგორ უარესდება მდგომარეობა ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ბევრ ქვეყანაში.

 

მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ის ისტორია, რომელიც 8 მილიარდიან მსოფლიოს უდევს საფუძვლად, და ის, თუ როგორ მივაღწიეთ ამ საეტაპო ნიშნულს, გამარჯვებისა და ტრიუმფის ისტორია. ჩვენ შევძელითსიღარიბის შემცირება და მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას ჯანდაცვის სფეროში. დღეს მსოფლიოში უფრო მეტი ადამიანი ვართ, ვიდრე ოდესმე, ნაწილობრივ, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდისა და ახალშობილთა და დედათა სიკვდილიანობის შემცირების ხარჯზე.

„ეს არის წარმატების ისტორია და არა განკითხვის დღის სცენარი. დღევანდელ მსოფლიოში, მიუხედავადუამრავი გამოწვევისა, ადამიანების გაცილებით მეტი წილი განათლებული და ცხოვრობს უფრო ჯანსაღად, ვიდრე ისტორიის ნებისმიერ წინა ეტაპზე“, - განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორმა ნატალია კანემმა. „ექსკლუზიურად მოსახლეობის რაოდენობასა და ზრდის ტემპზე ფოკუსირება არასწორი მიდგომაა - და ხშირად იძულებით და კონტრპროდუქტიულ ზომებს და ადამიანის უფლებების დაკნინების საფუძველი ხდება. სინამდვილეში, ადამიანები გამოსავალს წარმოადგენენ და არა პრობლემა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ადამიანებშიმათ უფლებებსა და არჩევანში ინვესტირება, არის გზა, რომელსაც მშვიდობიანი, აყვავებული და მდგრადი საზოგადოებებისაკენ მივყავართ“.   

 

2022 წლის ნოემბრის მოახლოებასთან ერთად, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან და საზოგადოებებთან, მოსახლეობისა და განვითარების 1994 წლისსაერთაშორისო კონფერენციაზე მიღებულ სამოქმედო პროგრამაში დასახული მიზნების მისაღწევად 8 მილიარდიანი ძალის გამოყენების მიზნით. ყველას უფლებებისა და არჩევანის დაცვით, რაც ემსახურებაადამიანებისთვის ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფასა და მათ გაძლიერებას, კაცობრიობა ხელთ იგდებს იმ ბერკეტს, რომლითაც მთელ მსოფლიოში ადამიანების შეუზღუდავი პოტენციალის მობილიზებაა შესაძლებელიიმ გამოწვევებთან გასამკლავებლად,  რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს საზოგადოებებს,და იმ გლობალურ პრობლემებ გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც მსოფლიო მოსახლეობა დგას.

 

ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალისხმევაში - არსებობს სოლიდარობისა და ინდივიდუალური გმირობის მრავალი მაგალითი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ სიღარიბის, დისკრიმინაციის, ძალადობის,გარიყულობისა და სხვა ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ართმევს უფლებებსა და არჩევან.

 

ეს საეტაპო მოვლენა საჭიროებს როგორც ხედვას, ასევე მოქმედებას. მთავრობებს შეუძლიათ გაატარონ ადამიანებზე ორიენტირებული მოსახლეობის პოლიტიკა, რომლის უმნიშვნელოვანეს კომპონენტსაც წარმოადგენს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები. კერძო სექტორს შეუძლია შეიმუშაოს შემოქმედებითი მიდგომები, გამოიყენოს ინოვაციები და ტექნოლოგიები, გლობალურიკეთილდღეობის უზრუნველსაყოფადხელოვანებსა და შემოქმედ ადამიანებს, მთელს მსოფლიოში,შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი უნარები და ნიჭი, რათა დაგვეხმარონ წარმოვიდგინოთ თუ რას გვპირდება და რას გვიქადის მსოფლიო 8 მილიარდიანი მოსახლეობით.

 

ერთობლივად, ჩვენ მოქმედების, ზრდისა და ცვლილების უსასრულო შესაძლებლობებს ვფლობთ. უფრო სამართლიანი და მდგრადი მსოფლიოს შენება საჭიროებს მსოფლიოს წახალისებას, ყველას თანაბარი უფლებებია და შესაძლებლობებით უზრუნველსაყოფად.

მსოფლიო მოსახლეობის 2022 წლის პერსპექტივების ძირითადი მიგნებები:

  1. როგნოზის თანახმად, 2080-იან წლებში მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 10,4 მილიარდ მიაღწევს და ამ დონეზე შენარჩუნდება 2100 წლამდე.
    • მსოფლიო მოსახლეობის 7 მილიარდიდან 8 მილიარდამდე გაზრდას დაახლოებით 12 წელი დასჭირდა, დაახლოებით იგივე დრო, რაც 6 მილიარდიდან 7 მილიარდამდე გაზრდასმოსახლეობის რაოდენობის კიდევ ერთი მილიარდით გაზრდას, სავარაუდოდ, დაახლოებით 14,5 წელი დასჭირდება (2037 წ.)
  2. მსოფლიო 8 მილიარდიანი მოსახლეობის ბოლო ნამატის - ბოლო ერთი მილიარდის - ნახევარი აზიის დემოგრაფიული გაფართოების შედეგს წარმოადგენსსაკმაოდ დიდია ამ მიმართულებით აფრიკის წვლილი (თითქმის 400 მილიონი).
    • მოსახლეობის 7 მილიარდიდან 8 მილიარდამდე გაზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ათმაქვეყანამ შეიტანა, რომლებზეც ბოლო მილიარდიანი ნამატის ნახევარზე მეტი მოდის. აქედან ინდოეთი არის ქვეყანა, რომლის წვლილიც ყველა დანარჩენი ქვეყნების წილს აღემატება, ამ რიგში შემდეგია ჩინეთი, რომელსაც მოჰყვება ნიგერია.
    • პროგნოზის თანახმად, 2037 წელს მსოფლიო მოსახლეობა 9 მილარდს მიაღწევს, რაც უპირველესად აფრიკისა და აზიის დამსახურება იქნება. 
  3. დღეს, მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი ცხოვრობენ ქვეყნებსა ან რეგიონებში, სადაც შობადობის მაჩვენებელი ერთ ქალზე 2,1 ბავშვს ჩამოუვარდება (ერთ ქალზე 2,1 ბავშვი მიჩნეულია ჩანაცვლების დონედ).
    • დაბადებისას სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 2019 წელს, 72,8 წელს შეადგენდა - დაახლოებით 9 წლით მეტს, ვიდრე 1990 წელს. მაგრამ 2021 წელს, ყველაზე დაბალგანვითარებულ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა 7 წლით ჩამოუვარდებოდაგლობალურ საშუალო მაჩვენებელს.
    • ბევრ განვითარებად ქვეყანაში, შრომისუნარიან ასაკის (25-დან 64 წლამდე) მოსახლეობის წილი იზრდება.  

 

მედია კონტაქტი:

 

დამატებით იხილეთ:

  • გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის მოსახლეობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი განცხადება
  • გაეროს ქრონიკისთვის მაიკლ ჰერმანის მიერ მომზადებული სტატია
  • გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) - მსოფლიო მოსახლეობის დღე - Trello“-ს საბჭო
  • გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UNDESA) მიერ მომზადებული მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივების ანგარიში და პრესრელიზი