რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებებიკრიზისის დროს დაცული უნდა იყოს
ყველა ქალს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი ორსულობის შესახებ,იმშობიაროს უსაფრთხოდ და დაცული იქნას გენდერული ნიშნით ძალადობისგან. თუმცა ყოველდღიურად მილიონობით ქალი და გოგონა, რომელთა ცხოვრებაც მჭიდროდაა დაკავშირებული ომებთან, კონფლიქტებთან ანბუნებრივ კატასტროფებთან, ვერ ახერხებს ამ უფლებებით სარგებლობას.
ჯანდაცვის სისტემა და კანონის უზენაესობა ხშირად უძლურია კონფლიქტის, არასტაბილურობისა და საყოველთაო საფრთხის წინაშე. ასეთ შემთხვევებში,ქალები არასასურველი ორსულობის, შეზღუდული შესაძლებლობის წარმოქმნისა და სიკვდილიანობის მომატებული რისკის წინაშე დგანან ექიმებისა და მეანების გარეშე მშობიარობით გამოწვეული საშიშროების გამო. იზრდება ქალებისა და გოგონების გაუპატიურებისა დასექსუალური ექსპლუატაციის საფრთხეც.
ჰუმანიტარული რეაგირებისას არასდროს უნდაუგულვებელვყოთ ქალებისა და გოგონებისგანსაკუთრებულ საჭიროებები და მათი მოწყვლადობა. გადარჩება თუ არა ქალი კრიზისულ პერიოდში, დამოკიდებულია იმაზე,მიუწვდება თუ არა მას ხელი კრიტიკულისქესობრივი და რეპროდუქციულიჯანმრთელობის სერვისებზე, როგორიცაასასწრაფო სამედიცინო დახმარება და 24/7 რეფერალური სისტემა საგანგებოსიტუაციებისათვის.
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)უზრუნველყოფს სიცოცხლის გადამრჩენელ სქესობრივი და რეპროდუქციულიჯანმრთელობის მომსახურებას მილიონობითქალისა და გოგონასთვის და მუშაობს, რათა მოხდეს გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება.
მაგრამ გამოწვევები უზარმაზარია და გაეროსმოსახლეობის ფონდი (UNFPA) დამოუკიდებლადვერ დააკმაყოფილებს მუდმივად მზარდმოთხოვნილებას მომსახურებებზე. აუცილებელია ერთობლივად მოქმედება, რათა უზრუნველვყოთ, რომ ყველა ქალს, მიუხედავად იმისა, ლტოლვილია თუ საკუთარი ქვეყნის შიგნითიძულებით გადაადგილებული, შეეძლოსარასასურველი ორსულობის თავიდან აცილება, უსაფრთხო მშობიარობა და ცხოვრება ძალადობის გარეშე.