Go Back Go Back
Go Back Go Back

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა

Press Release

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა

calendar_today 02 October 2017

1 ოქტომბერს მსოფლიოში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ თარიღს განცხადებით გამოეხმაურა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნატალია კანემი. „დღეს იწერება ისტორიის ახალი ფურცელი, ახალი ამბავი იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხანდაზმულთა ღვაწლის აღიარება და მათი პოტენციალის რეალიზება საზოგადოების განვითარებისთვის და ეკონიმიკის ხელშეწყობისთვის. იმისათვის, რომ თითოეული მათგანის პოტენციალის რეალიზება მოხდეს, აუცილებელია, ხანდაზმულ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და ჩართული იყვნენ უწყვეტი განათლების ციკლში, რაც  ხელს შეუწყობს მათ აქტიურ მონაწილეობას თემისა და საზოგადოების ცხოვრებაში. ხანდაზმულთა კეთილდღეობასა და შესაძლებლობებში სწორი ინვესტირებით, ქვეყნებს ხანგრძლივი დივიდენდის მიღება შეუძლიათ.“ _ ნათქვამია კანემის განცხადებაში.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ამაღლებს ცნობიერებას ხანდაზმულ მოსახლეობასთან დაკავშირებული დემოგრაფიული ცვლილებებისა და იმ საჭიროებების შესახებ, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია, რათა ხანდაზმულთა შესაძლებლობები სწორად გამოვიყენოთ და მოსახლეობის დაბერების თანმდევ გამოწვევებს სათანადოდ შევხვდეთ. გაეროს მოსახლეობის ფონდი ასევე მხარს უჭერს კვლევებსა და მონაცემთა შეგროვებას, რათა შექმნას მყარი საფუძველი პოლიტიკისა და დაგეგმვისათვის  და უზრუნველყოს ხანდაზმულთა საკითხების ინტეგრირება ეროვნული განვითარების პროგრამებსა და სიღარიბის დაძლევის სტრატეგიებში.

წლევანდელი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის თემაა "მომავლისაკენ გადადგმული ნაბიჯი: საზოგადოებაში ხანდაზმულთა ნიჭისა და წვლილის აღიარება და მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა". უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯები, ისე, რომ არავინ ჩამორჩეს, გულისხმობს  ხანდაზმულთა ჩართულობისთვის სათანადო სივრცის შექმნას. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ ერთად შევუწყოთ ხელი ხანდაზმულთა უფლებების რეალიზებას და უზრუნველვყოთ მათი სრულფასოვანი მონაწილეობა ყველა ასაკის ადამიანისთვის უკეთესი საზოგადოებების ასაშენებლად.

რამდენიმე ფაქტი საქართველოდან:

გაეროს მოსახლეობის დივიზიის პროგნოზით, საქართველოში მოსალოდნელია ხანდაზმული მოსახლეობის (65 წლის და ზემოთ ასაკის) რაოდენობის ზრდა.

2015 წელი _ 14 %;

2035 წელი _ 20.6 %.

იგივე პროგნოზით, 2035 წლისთვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზრდება:

ქალების _ 80,8 წლამდე;

მამაკაცების _ 74,2 წლამდე.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა ხანდაზმულთა დღესთან დაკავშირებით საგანგებო ვიდეო მოამზადა:

https://www.youtube.com/watch?v=0FNN_zwXTxc&t=1s