თქვენ აქ ხართ

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) ინიციატივით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა ფოტოგრაფ დინა ოგანოვას გამოფენა „უთხარით შვილებს“.

ფოტოგამოფენა გაგრძელდება 24 ივნისის ჩათვლით.  ღონისძიება იმართება საქართველოში შვედეთის საელჩოსთან და ფოტოფესტივალ „ქოლგასთან“ თანამშრომლობით. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები იყიდება. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიშზე, ომის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოებისთვის აუცილებელი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მისაწოდებლად.

ფოტოგამოფენა გახსნეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ, სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ, ფოტოგამოფენის ავტორმა დინა ოგანოვამ და პროექტის მონაწილეებმა.

UNRC & Head of UNFPA Georgia CO look at the postcards
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2021 წლის ანგარიში სხეულის ავტონომიას მიეძღვნა. ამ ინოვაციურ ანგარიშში, გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) შეაფასა, თუ რამდენად არის დაცული ქალების  უფლება - თავად მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარ სხეულთან დაკავშირებულ საკითხებზე, და რამდენად უწყობს ხელს ან ზღუდავს ქვეყნების კანონები ქალების უფლებას მიიღონ ამგვარი გადაწყვეტილებები. მონაცემები ცხადყოფს ძლიერ კავშირს ქალთა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობასა და მათი განათლების დონეს შორის. 

სხეულის ავტონომია წარმოადგენს ქვაკუთხედს გენდერული თანასწორობისა და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის. გოგოებისა და ქალებისათვის სხეულის ავტონომია ნიშნავს მათ აღჭურვას უფლებითა და თავისუფლებით - გააკეთონ არჩევანი, თუ როგორ განკარგონ საკუთარი სხეული. სხეულის ავტონომია ნიშნავს იმას, რომ ქალები და გოგოები თავად განსაზღვრავენ საკუთარი ცხოვრების გზასა და მომავალს და ფლობენ ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ინფორმაციას, საშუალებებსა და იღებენ მომსახურებებს დისკრიმინაციის, იძულებისა და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში.

Artist Lia Ukleba watching at her photo wearing the same dress
foto: gela bedianaSvili/UNFPA

თითქმის მთელ მსოფლიოში, ქალები და გოგოები - და ფაქტობრივად, ყველა ადამიანი - გარკვეულ შეზღუდვებს აწყდებიან სხეულის ავტონომიასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და ცხოვრებისეულ პერსპექტივებზე. სხეულის ავტონომიასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული სხეულის ხელშეუხებლობის უფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს უნდა შეეძლოთ იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში და იყვნენ დაცული იმ ფიზიკური ზემოქმედებებისგან, რომელზეც თანახმა არ არიან.

თანამედროვე სამყაროში ხელოვნება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ქალთა და გოგოების გაძლიერების ადვოკატირების მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ფოტოგამოფენით - „უთხარით შვილებს" - ვეცნობით 20-ზე მეტი ქალის ცხოვრებისეულ ისტორიას, მათ არჩევანს და იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რომლებიც მათი ცხოვრების გზაზე ჩნდება. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა იმის გააზრებისა, თუ რატომ არის სხეულის ავტონომია მნიშვნელოვანი ქალებისა და გოგოებისთვის და რას ნიშნავს მათი გაძლიერება საზოგადოებისთვის.

ავტორის შესახებ ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: bit.ly/3mqt1pn