Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

„რიცხვებს მიღმა“ მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოში

 „რიცხვებს მიღმა“ მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოში

News

„რიცხვებს მიღმა“ მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოში

calendar_today 18 December 2022

ორი ქალი ზის, ერთ-ერტი მათგანი უსმენს, თუ როგორ საუბრობს მეორე
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

16 დეკემბერს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა სამუშაო შეხვედრა მიუძღვნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) „რიცხვებს მიღმა“ მეთოდოლოგიის საქართველოში დანერგვის პილოტური პროექტის შედეგების განხილვას.

ეს მიდგომა WHO/UNFPA-ის უშუალო ინიციატივით უკვე დაინერგა ევროპის 14 ქვეყანაში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დედათა სიკვდილიანობის და ავადობის შემცირებას, და შედეგად, დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ UNFPA-ს ხელშეწყობით, „რიცხვებს მიღმა“ მეთოდოლოგია საქართველოში 2016 წლიდან დაინერგა 16 პილოტურ დაწესებულებაში. 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, პერინატალური დაწესებულებების და UNFPA-ის წარმომადგენლებმა, ასევე დარგის ექსპერტებმა, რომლებმაც სიღრმისეულად განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: სიკვდილთან ახლოს მდგარი შემთხვევების განხილვის პრინციპები და მეთოდოლოგია, მისი დანერგვის შედეგები და გამოწვევები; შეხვედრის მონაწილეები პროექტის განვითარების პერსპექტივებზე და პილოტური დაწესებულებისთვის მეთოდოლოგიის შემდგომი სრულყოფის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელებენ.

People sitting listening to a presentation
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობა ნებისმიერი ქვეყნის კეთილდღეობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი და საზრუნავია. მიუხედავად პროგრესისა, რომელსაც საქართველომ მიაღწია უკანასკნელ ათწლეულში, დედათა სიკვდილიანობის დონე კვლავ რჩება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპაში.

ქვეყნის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, მდგრადი განვითარების მიზანთაგან ერთ-ერთს, რომელსაც საქართველოც შეუერთდა, წარმოადგენს 2030 წლისათვის უნივერსალური ხელმისაწვდომობა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე (მე-3 მიზანი, მე-7 სამიზნე); ხოლო ამ მიზნის ერთ-ერთ ამოცანაა დედათა სიკვდილიანობის შემცირება.

აღსანიშნავია, რომ დედათა სიკვდილის მიზეზთა შორის სჭარბობს ის მიზეზები, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი სამედიცინო მეთვალყურეობით და დროული და ადექვატური ჩარევით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ დედათა სიკვდილიანობის და მძიმე ავადობის შემთხვევათა გამოვლენის და შესწავლის ინოვაციური მეთოდოლოგია „რიცხვებს მიღმა“ ითვალისწინებს კლინიკური აუდიტის, როგორც ხარისხის მონიტორინგის ინსტრუმენტის დანერგვას და მშობიარობის რისკების დროულ გამოვლენას, რათა უზრუნველყოფილ იქნას უსაფრთხო დედობა საქართველოში.