Go Back Go Back
Go Back Go Back

„მამების სკოლის“ მიღწევები საქართველოში

„მამების სკოლის“ მიღწევები საქართველოში

News

„მამების სკოლის“ მიღწევები საქართველოში

calendar_today 06 October 2022

მამა დე დედას ბავშვი მცირეწლოვანი ჰყავთ ჩახუტებული და კოცნიან
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

5 ოქტომბერს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „ვიზრუნოთ ერთად“ უმასპინძლეს ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში „მამების სკოლის“ მიღწევების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას, მიღებული გამოცდილების გაანალიზებას და შემდგომი ნაბიჯების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორმა ჰასან მოჰთაშამიმ,  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების გუნდის ხელმძღვანელმა დომენიკ პაპენჰეიმმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა და გაგუას კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გაგუა, ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ წარმომადგენელმა და პროექტის „კაცები ზრუნავენ“ თანადამფუძნებელმა მირიან ჯუღელმა და მწერალმა და წამყვანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ. ასევე გაიმართა პანელური დისკუსია „მამების სკოლის“ ფასილიტატორებისა და კურსდამთავრებულების მონაწილეობით.

Representatives of UNFPA, European Union and UN Women are sitting along with other audience
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

გენდერული თანასწორობა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებაა და ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ გენდერულ თანასწორობას საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვაფინანსებთ „მამების სკოლას“. ეს არის სკოლა, რომელიც ამხნევებს მამებს, რათა მათ პირნათლად შეასრულონ მამის ფუნქციები, მეუღლეებთან და პარტნიორებთან ერთად იზრუნონ ოჯახზე და გაიზიარონ არა მხოლოდ მოვალეობები, არამედ ასევე ოჯახზე ზრუნვასთან დაკავშირებული სიამოვნება. ჩვენ ვაგრძელებთ „მამების სკოლის: მხარდაჭერას, და ასევე ვაგრძელებთ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტების გახორციელებით საქართველოში", დომენიკ პაპენჰეიმი, ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების გუნდის ხელმძღვანელი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

ჩვენთვის დიდი პატივია ევროკავშირთან პარტნიორობა ამ პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეს არის ერთობლივი პროგრამა, რომელშიც მონაწილეობს გაეროს მთელი რიგი ორგანიზაციები, მათ შორის გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), და ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე თემაზე, მათ შორის ამ და კონკრეტულად „მამების სკოლის“ თემაზე. როდესაც მამები აქტიურად არიან ჩართული პარტნიორის ორსულობის დროს საჭირო პროცედურეებში, ხოლო ბავშვის დაბადების შემდეგ ბავშვის მოვლასა და მასზე ზრუნვაში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს სასარგებლო იქნება როგორც მამისთვის, ასევე ბავშვისთვის და მთელი ოჯახისთვის. მამების მეტი ჩართულობა გენდერული თანასწორობის დღის წესრიგის სათანადოდ შესრულების გარანტიაა და ამავდროულად, ეს დადებითად აისახება არა მხოლოდ ბავშვის, არამედ თავად მამის ჯანმრთელობაზეც", ჰასან მოჰთაშამი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელი თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორი.

„მამების სკოლა“ 2021 წელს გაიხსნა თბილისსა და ქუთაისში. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. „მამების სკოლის” პროგრამა ეხმარება კაცებს, მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის, ასევე, იმ სტერეოტიპებისა და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც არსებითი თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს. 

A panel of Father School facilitators and participants
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

2021 წლიდან დღემდე, თბილისსა და ქუთაისში, „მამების სკოლის“ პროგრამა 50-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა. სკოლის სამიზნე აუდიტორიას ის კაცები წარმოადგენენ, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან სამ წლამდე ბავშვის მამაა. სკოლაში სწავლა უფასოა. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე, „მამების სკოლის“ პარტნიორები არიან „გაგუას კლინიკა“ თბილისში და ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი „ჰერა“ ქუთაისში. 

„მამების სკოლა“ დაფუძნდა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და კაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.