Go Back Go Back
Go Back Go Back

„თანასწორობის კუთხე“ სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლაში

„თანასწორობის კუთხე“ სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლაში

News

„თანასწორობის კუთხე“ სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლაში

calendar_today 01 June 2023

საკლასო ოტახში სხედან მოზარდები, რომლებსაც კომიქს "უჩინარს" წარუდგენს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელ
ფოტო: ირაკლი ძნელაძე/UN

31 მაისს, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივითა და შვედეთის მხარდაჭერით, გაეროს მუდმივი კოორდინატორის, საბინე მახლის აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, “თანასწორობის კუთხე” გაიხსნა და სკოლის ბიბლიოთეკას 200-ზე მეტი წიგნი შეემატა, რომელთა ძირითადი თემა თანასწორობა, ქალებისა და გოგოების გაძლიერება, ტოლერანტობა და ადამიანის უფლებებია. 

„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივა საშუალებას აძლევს მოზარდებს და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, მეტი გაიგონ თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების შესახებ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი უკვე მრავალი წელია, აქტიურად იყენებს ინოვაციურ მიდგომებს, რათა უკეთ მიწვდეს სამიზნე აუდიტორიას და ამ გზით, სოციალურ ცვლილებებს შეუწყოს ხელი. ლიტერატურა ის უნივერსალური ენაა, რომელიც საშუალებას აძლევს მოზარდებს და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, მეტი გაიგონ თანასწორობის იდეის, ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ. 

სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლის „თანასწორობის კუთხე“, რომელიც უკვე მეთექვსმეტეა საქართველოს მასშტაბით, გაიხსნა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.