Go Back Go Back
Go Back Go Back

„თანასწორობის კუთხე“ სოფელ მარადისის საჯარო სკოლაში

„თანასწორობის კუთხე“ სოფელ მარადისის საჯარო სკოლაში

News

„თანასწორობის კუთხე“ სოფელ მარადისის საჯარო სკოლაში

calendar_today 31 მაისი 2022

A boy and a girl are standing at a bookshelf. The boy is looking for a book, while a girl is holding one
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარადისის საჯარო სკოლაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით, „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა და სკოლის ბიბლიოთეკას 200-ზე მეტი წიგნი შეემატა, რომელთა ძირითადი თემა თანასწორობა, ტოლერანტობა და ადამიანის უფლებებია. 

ინიციატივას შეუერთდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის დიდი ხნის პარტნიორია და მარადისის საჯარო სკოლის გოგოების საფეხბურთო გუნდს საჩუქრად სპორტული აღჭურვილობა გადასცა. UNFPA-სა და ფედერაციის თანამშრომლობის ფარგლებში ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს სწორედ ფეხბურთში მოზარდი გოგოების ჩართულობის გაზრდა და ამ გზით - გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა წარმოადგენს.

„თანასწორობის კუთხის“ გახსნაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოსწავლეებთან გენდერული თანასწორობის, გოგოებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივა საშუალებას აძლევს მოზარდებს და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, მეტი გაიგონ თანასწორობის იდეის შესახებ. 

მარადისის საჯარო სკოლის „თანასწორობის კუთხე“, რომელიც უკვე მეთორმეტეა საქართველოს მასშტაბით, იხსნება პროგრამის “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.