Go Back Go Back
Go Back Go Back

„თანასწორობის კუთხე“ სოფელ ვახტანგისის სათემო ცენტრში

„თანასწორობის კუთხე“ სოფელ ვახტანგისის სათემო ცენტრში

News

„თანასწორობის კუთხე“ სოფელ ვახტანგისის სათემო ცენტრში

calendar_today 24 March 2023

Three adolescent girls holding a comic book "Invisible" reading
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

24 მარტს, სოფელი ვახტანგისის სათემო ცენტრში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით, “თანასწორობის კუთხე” გაიხსნა და ბიბლიოთეკას 200-ზე მეტი წიგნი შეემატა, რომელთა ძირითადი თემა თანასწორობა, ქალებისა და გოგოების გაძლიერება, ტოლერანტობა და ადამიანის უფლებებია. 

„თანასწორობის კუთხის“ გახსნაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლებმა. ამავდროულად, გაიმართა მოსწავლეების შეხვედრა ქართველ ავტორთან და ტელეწამყვანთან ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან, რომელმაც ახალგაზრდებთან გენდერული თანასწორობის, გოგოებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრება.

A bunch of adolescent girls and boys sitting in a circle, listening to the guests
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივა საშუალებას აძლევს მოზარდებს და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, მეტი გაიგონ თანასწორობის იდეის შესახებ. 

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი უკვე მრავალი წელია, აქტიურად იყენებს ინოვაციურ მიდგომებს, რათა უკეთ მიწვდეს სამიზნე აუდიტორიას და ამ გზით, სოციალურ ცვლილებებს შეუწყოს ხელი. ლიტერატურა ის უნივერსალური ენაა, რომელიც საშუალებას აძლევს მოზარდებს და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, მეტი გაიგონ თანასწორობის იდეის, ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ. 

სოფელ ვახტანგისის სათემო ცენტრის „თანასწორობის კუთხე“, რომელიც უკვე მეთხუთმეტეა საქართველოს მასშტაბით, იხსნება პროგრამის “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

ღონისძიების ფარგლებში, სათემო ცენტრში საფუძველი ჩაეყარა ახალგაზრდული წიგნის კლუბის შექმნას, რომელიც ზრდას და განვითარებას განაგრძობს ქართულ-აზერბაიჯანული პლატფორმის - „ფანჯარა“ ბლოგერების მონაწილეობით. პლატფორმა „ფანაჯარა“ UNFPA-ს და ორგანიზაცია „საფარი“-ის კიდევ ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის დახმარებით, ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ინფორმირებულობას უწყობს ხელს. 

Children sitting on the carpet, watching a puppet show
Photo: Gela Bedianashvili/UNFPA

ღონისძიების დასასრულს, გაიმართა სპექტაკლის „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ ჩვენება, რომელიც თანასწორობის იდეას ახალგაზრდებს, მოზარდებს, პატარებსა და მათ მშობლებს ამბის თხრობის ამ ფორმის გამოყენებით გააცნობს. სპექტაკლი მომზადდა, UNFPA მიერ, ევროკავშირის ხელშეწყობითა და მარნეულის კულტურის ცენტრთან თანამშრომლობით.