Go Back Go Back
Go Back Go Back

ცნობილი მამების მიერ ზღაპრების ვირტუალურად კითხვა საქართველოში ბავშვებს კორონავირუსით გამოწვეულ თვითიზოლაციას უხალისებს.

ცნობილი მამების მიერ ზღაპრების ვირტუალურად კითხვა საქართველოში ბავშვებს კორონავირუსით გამოწვეულ თვითიზოლაციას უხალისებს.

News

ცნობილი მამების მიერ ზღაპრების ვირტუალურად კითხვა საქართველოში ბავშვებს კორონავირუსით გამოწვეულ თვითიზოლაციას უხალისებს.

calendar_today 22 April 2020

ჟურნალისტი და მასწავლებელი გიორგი ლიპარიშვილი თავის შვილთან, ალექსანდრესთან ერთად. ფოტო კრედიტი: UNFPA Georgia / გურამ კაპანაძე

თბილისი, საქართველო - საქართველოში ზღაპრის კითხვამ ვირტუალურ რეალობაში გადაინაცვლა, იქ, სადაც მამები მშობლობის ახალ გამოწვევას იღებენ, რომელიც COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული იზოლაციის პირობებში თითქმის ყველა ოჯახს შეეხო. 

 „ეს არა მხოლოდ სასურველი, აუცილებელი ინიციატივაც კი. ამ მართლაც, ნახევრადფანტასტიკურ რეალობაში,   ზღაპრების მოყოლა მთელი საქართველოს სახლში გამოკეტელი პატარებისთვის, ჯადოსნურ, კეთილ გამოგონილ ამბებს, იოლად შეუძლია გააძევოს, ბოროტად გაჯადოსნურებული ნამდვილი სამყარო ბავშვის გონებიდან.  წამკითხველებად კი ჩვენ, კაცები გევლინებით, რომლებიც აქამდე იშვიათად ვაკეთებდით ამას და ახლა მივხვდით, რა სასიამოვნო საქმე ყოფილა.“ გიორგი კეკელიძე, მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მხარდამჭერი.

გიორგი კეკელძე ზღაპრებს მთელი ქვეყნის პატარებისთვის კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში კითხულობს. კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს კაცების თანაბარ ჩართულობას საოჯახო საქმესა და ბავშვის აღზრდაში.  სხვა მწერლების, მსახიობების, სპორტსმენებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მსგავსად გიორგი კეკელიძეც ბავშვებს ზღაპრებს ვიდეოგადაღების საშუალებით უკითხავს, ვიდეოების ტრანსლირება ხდება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში და კამპანიის Facebook გვერდზე. ის, და კამპანიის სხვა მხარდამჭერები პირველი არხის დილის ეთერშიც გამოჩნდნენ, სადაც ამ ინიციატივაზე ისაუბრეს. 

„ჩვენ გვინდა, სახლში დარჩენილ ბავშვებსა და მშობლებს ხელი შევუწყოთ თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარებაში და ამავდროულად, ყველა მამაკაცს შევახსენოთ, რომ იმ რეალობაში, რომელშიც აღმოვჩნდით, მათი, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების როლი, კრიტკულად მნიშვნელოვანია.“ ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

მწერალი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.
ფოტო კრედიტი: UNFPA Georgia/საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი 2014 წლიდან უწევს ადვოკატირებას მამაკაცების აქტიურ ჩართულობას შვილების აღზრაში, საოჯახო საქმეებსა და, ზოგადად, გენდერული თანასწორობის მიღწევაში. 2013 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ ჩატარებული კვლევის „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ მიხედვით ქართველი მამების მხოლოდ 18% იყო ჩართული 6 წლამდე ასაკის ბავშვზე ყოველდღიურად ზრუნვის პროცესში, და კიდე უფრო ნაკლები - ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად. ამის საპასუხოდ, UNFPA-ს საქართველოს ოფისმა წამოიწყო პოპულარული კამპანია სოციალურ მედიაში - „მამა, წიგნი წამიკითხე,“ კამპანიის ფარგლებში ცნობილი მამები ბავშვებს საჯაროდ უკითხავდნენ წიგნებს და სხვა მამებსაც მოუწოდებდნენ იგივე აქტივობით დაკავებულიყვნენ. 

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 2016 წლიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია „Care Together“ -თან თანამშრომლობით წამოიწყო გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, UNFPA და მისი პარტნიორები კაცების ჩართულობის კუთხით მსგავს სამუშაოებს აქტიურად ეწევიან, რათა მხარი დაუჭირონ ბიჭებისა და კაცების თანაბარ ჩართულობას საოჯახო საქმესა და ბავშვის აღზრდაში. 

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 2 მარტიდან გამოცხადდა, რასაც სკოლებისა და საბავშვო ბაღების დახურვა მოჰყვა. 

„დროული და მნიშვნელოვანი წამოწყებაა. გაეროს მოსახლობის ფონდისა და კამპანიის #კაცებიზრუნავენ ფარგლებში, ბავშვებისთვის წიგნებს დისტანციურად ვკითხულობთ. 
იმისთვის, რომ ბავშვებმა იგრძნონ, მამების, ძმების, ბაბუების, ბიძების, მეგობრების, მასწავლებლების მხარდაჭერა. ქალებმა იგრძნონ, რომ მარტო არ არიან სახლში ყოფნისას, ახლა მაინც. ეს ამბავი გვასწავლის. რომ დიასახლისობა რთული პროფესიაა. 25-ზე მეტი პროფესიიის გამაერთიანებელი. მათ შორის მასწავლებლობისაც. ახლა ყველა მშობელი მასწავლებელია, ყველა სახლი სკოლაა.  და ახლა განსაკუთრებულად ახლოს უნდა ვიყოთ ბავშვებთან და ქალებთან, რომლებიც კაცებზე მაგრები არიან. ჩვენ ერთად უნდა მოვიგოთ „კარჩაკეტილობის“ ომი. 
მადლობა ამ პროექტს, რომ შემახსენა #კაცებიზრუნავენ და ქალები და ბავშვები ბედნიერი არიან. ასე აღმოვჩნდით კაცები წიგნებთან...“ გიორგი ლიპარიშვილი, მასწავლებელი, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მხარდამჭერი. 

გიორგი ლიპარიშვილი ასევე საუბრობს იმ სარგებელზე, რომელსაც კაცები საოჯახო საქმეებში ჩართულობითა და ბავშვებთან მეტი დროის გატარებით იღებენ: „თან ვსწავლობ და თან ვასწავლი. ჩემს თავსაც ვასწავლი შვილთან ურთიერთობას, ბავშვებთან ურთიერთობას, რომელიც ყველაზე დიდი ინვესტიციაა, ცოდნის და გამოცდილების დიდი დაბანდება.“

მწერალი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, თავის გოგონა ლილისთან ერთად. 
ფოტო კრედიტი: UNFPA Georgia / ირა კუმაევა, ჟურნალი "კულინარტი" 

„მუდმივად ვუსვამთ ხაზს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მამასთან დროის ხარისხიანად გატარება ბავშვის განვითარებისთვის. განსაკუთრებით, ახლა, როცა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისი გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს, აუცილებელია, მაქსიმალურად ვეცადოთ და ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ ჯანრთელობის, ჰარმონიისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისკენ,“ ამბობს ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

„როცა ვწერდი წიგნს "იავნანა ლილისთვის", ვცდილობდი ამბავი თითოეული პერსონაჟის თვალთახედვიდან დამენახა, შესაბამისად ვეცადე ვყოფილიყავი მამაც, დედაც და შვილიც. ამან კიდევ უფრო უკეთ გამააზრებინა ოჯახური როლები. დღეს, როცა ამ წიგნს სხვებს ვუკითხავ, ყველაზე მეტად მსურს, რომ მათაც იგივე გაიაზრონ და განიცადონ, რადგან სწორედ ახლა, როცა მსოფლიო კრიზისშია და ყველანი სახლში ვრჩებით, ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ სრული დატვირთვა ქალებს არ დააწვეთ კისერზე და თითოეული ოჯახი ყველა დაბრკოლებას თანაბარი ძალისხმევით გაუმკლავდეს. მე მგონია რომ ეს წიგნი არამხოლოდ იავნანის ადრესატებისთვის, არამედ მისი შემსრულებლებისთვისაცაა და იმედი მაქვს ისინიც მოუსმენენ კამპანიის #კაცებიზრუნავენ ფარგლებში გაკეთებულ ვიდეორგოლების სერიას, მათ შორის "იავნანას ლილისთვის". ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მწერალი, ტელეწამყვანი, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მხარდამჭერი.