Go Back Go Back
Go Back Go Back

შშმ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა

შშმ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა

News

შშმ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა

calendar_today 26 November 2021

Vika Bukia presenting her film The Invisibles

2021 წლის 26 ნოემბერს, სასტუმრო „რუმს თბილისში“, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, ვიკა ბუკიას მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის - „უხილავები“ პრემიერა და დისკუსია გაიმართა. 

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

ღონისძიება გახსნეს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლიმ, UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ, და ფილმის ავტორმა, ვიკა ბუკიამ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელმა, მაკა ფერაძემ,  სახალხო დამცველის აპარატის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და შეზღუდული შესაძლებლობის ქალთა თემის წარმომადგნელებმა.  

ფილმი „უხილავები“ შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივითა და მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის (SDG Fund) მხარდაჭერით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციების ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

გაეროს მოსახლეობის ფონდი ადვოკატირებას უწევს გენდერული ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრას, გენდერულ თანასწორობას და ქალთა უფლებებს,  ხელს უწყობს საკანონმდებლო და პოლიტიკურ რეფორმებს, გენდერულად სენსიტიური მონაცემების შეგროვებას, ასევე მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც აუმჯობესებს ქალთა ჯანმრთელობას და ხელს უწყობს მათი ცხოვრებისეული არჩევანის გაფართოებას.