Go Back Go Back
Go Back Go Back

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

News

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

calendar_today 01 December 2023

An illustrated poster depicting a number of people holding the symbol of the fight against HIV/AIDS
ილუსტრაცია: ეკა ტაბლიაშვილი/UNFPA

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, რამდენიმე იმედისმომცემი სიახლე გვსურს გაგიზიაროთ: 2010 ლის მონაცემებთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა აივით ახლადინფიცირებულთა რაოდენობა, შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი - 51 პროცენტით. მიუხედავად ამისა, ვირუსს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე წირებ და აივ-ის გავრცელების შემცირების თვალსაზრისით პროგრესი არათანაბარია.

 

ქალები და გოგოები ამ მხრივ განსაკუთრებით დაუცველები არიან, ადგან მათ შემთხვევაში აივისა და სქესობრივი გზით გადამდები სხვა  ინფექციების (სგგი) შეძენის რისკი ორჯერ აღემატება კაცებისა და ბიჭების შემთხვევაში არსებულ რისკს, რაც, არცთუ იშვიათად, გენდერული უთანასწორობისა და გენდერული ძალადობის შედეგია. შიდსი რჩება სიკვდილიანობის გამომწვევ წამყვან მიზეზად აფრიკაში, საჰარის უდაბნოს სამხრეთით რსებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ რეპროდუქციული ასაკის ქალებს შორის, და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევ ერთ-ერთ გლობალურ მიზეზად.

ყველა ქალს და გოგოს აქვს უფლება, იცხოვროს დისკრიმინაციისა და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში. ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით მოზარდ გოგოებისთვის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებისა და სხეულის ავტონომიის დაცვა არის გზა, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს თავიდან აიცილონ აივ, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და არასასურველი ორსულობა.

ჩვენი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ადგილობრივი თემების გაძლიერებაზე, რათა მათ შეძლონ გადაჭრან უთანასწორობის პრობლემა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სექსუალურ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფების - მათ შორის სექსმუშაკების, გეების, ინექციურ ნარკოტიკების მომხმარებლების, ტრანსგენდერებსა და პატიმრობაში მყოფი ადამიანების ჩათვლით - ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ინვესტირება გადამწყვეტია აივ-ისა და სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების გავრცელების შესაჩერებლად.

სათემო ინიციატივები ხელს უწყობს იმ სოციალური ნორმებისა და ქცევების შეცვლას, ომლებიც აივით ინფიცირების რისკს ზრდის. თემების სიჯანსაღეზე ზრუნვა საჭიროებს სამართლებრივი და სხვა ბარიერების მოხსნას და ადამიანების გამხნევებას, შეუერთდნენ შიდსისგან თავისუფალი სამყაროს შექმნის მიზნისკენ სწაფვის ძალისხმევას.

აჭირო რესურსებით, სათემო ორგანიზაციებ შეძლებენ მაღალი რისკის მქონე და მარგინალიზებულ ადამიანებზე ზრუნვას, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებათა, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, და მომსახურებათა მიწოდების სფეროში არსებული უთანასწორობის აღმოფხვრას. ინვესტიციების განხორციელებისას პრიორიტეტ უნდა წარმოადგენდეს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ასევე თემების ლიდერთა ცნობიერების და შემოქმედებითობის ამაღლება.

როგორც გაეროს შიდსისა და აივის ერთობლივი პროგრამის (UNAIDS) თანადამფინანსებელი, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აქტიურად იღწვის ისეთი მსოფლიოს უზრუნველსაყოფად, სადაც არ იქნება აივ ინფექციის, დისკრიმინაციისა და შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობის არცერთი შემთხვევა. აივთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) იმ მისიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობის მომსახურებათა საყოველთაო ხელმისაწვდომობის, ადამიანის უფლებებიდა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას ემსახურება. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ აივისა და შიდსის დამარცხებას.