Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

შეხვედრები რელიგიურ ლიდერებთან გურიასა და იმერეთში

შეხვედრები რელიგიურ ლიდერებთან გურიასა და იმერეთში

News

შეხვედრები რელიგიურ ლიდერებთან გურიასა და იმერეთში

calendar_today 23 April 2021

ფოტო: გიორგი მენაბდე

18 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხარეო ადმინისტრაციაში, გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და კავშირ "21-ე საუკუნის" პარტნიორობით, შეხვედრა გაიმართა გურიაში მოღვაწე მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ფარგლებში ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა და ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება, ასევე განიხილეს ეროვნული და გლობალური სტატისტიკა, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და რელიგიების როლი პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

19 აპრილს კი მსგავსი შეხვედრა გაიმართა სასულიერო პირებთან მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში. 

ღონისძიება შედგა პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.