Go Back Go Back
Go Back Go Back

ქალთა უფლებები და ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს გენდერული პოლიტიკის ცენტრში

ქალთა უფლებები და ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს გენდერული პოლიტიკის ცენტრში

News

ქალთა უფლებები და ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს გენდერული პოლიტიკის ცენტრში

calendar_today 12 October 2017

სოფიო ჯაფარიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, მხარს უჭერს კამპანიას გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ახლად შექმნილი უწყებათაშორისი კომისია აგრძელებს მუშაობას ახალ ეროვნულ სამოქმედო გეგმებზე, რომელთა დანიშნულებაა გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში მომავალი სამი წლის მანძილზე. უწყებათაშორისო კომისიის ამ საქმიანობას ხელს უწყობენ გაეროს სააგენტოები და შვედეთის მთავრობა.

2017 წლის ბოლომდე დაგეგმილია სამი სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა: (1) ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის ქვეთავის გენდერული თანასწორობის საკითხებზე, (2) ეროვნული სამოქმედო გეგმის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისა და ძალადობისა მსხვრეპლთა დაცვის საკითხებზე, და (3) ეროვნული სამოქმედო გეგმის, რომელიც ხელს შეუწყობს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულებას.

უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 2017 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში რამდენიმე სამუშაო სემინარი  გაიმართა.  შეხვედრები გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ხელშეწყობითა და ტექნიკური დახმარებით.

10-12 ოქტომბერს სემინარის მონაწილეებმა გენდერული თანასწორობის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე იმსჯელეს.  სამდღიანი სემინარის დისკუსიების განსაკუთრებული მსჯელობის საგანი იყო ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, როგორც გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ქალთა უფლებების დაცვის პირობა.  

სოფიო ჯაფარიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, აღნიშნა რომ ამ პროცესის წარმატებისათვის საჭიროა საზოგადოების ყველა ფენას შორის თანამშრომლობა და კოორდინირება.

„იმის გათვალისწინებით, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შექმნილი გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის მანდატია გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განსახორციელებელი თემატური ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავება, ღირებულია გაეროს სააგენტოების ექსპერტიზა და მხარდაჭერა, განსაკუთრებით კომისიის საქმიანობის საწყის ეტაპზე. განსაკუთრებით მნიშვენლოვანია, რომ სამუშაო პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური და მონაწილეობითი, რაც გულისხმობს არა მხოლოდ კომისიის წევრი უწყებების, არამედ სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას,“ - განაცხადა სოფიო ჯაფარიძემ.  

სამუშაო სემინარების დასრულების შემდეგ გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა პარტნიორებთან, ხოლო 2017 წლის ნოემბრის ბოლოდან დაგეგმილია სამივე თემატური სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა.

თემატური სამოქმედო გეგმების შემუშავება და უწყებათაშორისი კომისიის ხელშეწყობა ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური დახმარებით გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.