Go Back Go Back
Go Back Go Back

ქალთა კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში

ქალთა კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში

News

ქალთა კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში

calendar_today 09 March 2022

სკოლის მოსწავლე გოგო კამერას უღიმის, მაშინ როცა გვერდით მჯდომი მამა ხატვაში ეხმარება
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

6 და 7 მარტს, ქალთა კვირეულის ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა ღონისძიებები გამართა იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ღონისძიებებაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. 

6 მარტს, ჭიათურაში, მამებისა და შვილებისთვის საბავშვო წიგნის, „ლუნა და ციცინათელების პლანეტა” პრეზენტაცია გაიმართა. 7 მარტს ახალციხეში კი კიდევ ერთი საბავშვო პუბლიკაცია „იავნანა ლილისთვის“ წარუდგინეს მამებსა და შვილებს.  

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

საბავშვო პუბლიკაციები „ლუნა და ციცინათელების პლანეტა” და „იავნანა ლილისთვის“, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ინიციატივითა  და ევროკავშირის მხარდაჭერით გამოიცა “პალიტრა L”-ის მიერ. 

წიგნის „ლუნა და ციცინათელების პლანეტა” ტექსტის ავტორი მწერალი დათო გორგილაძეა, ილუსტრაციები თათია ნადარეიშვილს ეკუთვნის. ხოლო, „იავნანა ლილისთვის“ მწერალმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ დაწერა. მისთვის ილუსტრაციები კი სოფო კირთაძემ შექმნა. 

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

6 მარტს ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტრენინგის ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის დახურვის ცერემონიაც შედგა. 

7 მარტს კი გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეს დავით ტაბატაძესა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს ირაკლი ლაზარაშვილის შეხვდა.

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

სამცხე-ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში, სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში გაიხსნა „თანასწორობის კუთხეც“. „თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება. „თანასწორობის კუთხე“ საშუალებას აძლევს მოზარდებს და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, მეტი გაიგონ თანასწორობის იდეის შესახებ.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ღონისძიებები ჩატარდა პროგრამის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში”, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

ხოლო იმერეთის რეგიონში ღონისძიებები ჩატარდა პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა დაგენდერული ძალადობის დასაძლევად“, ფარგლებში რომელიც ერთობლივად ხორციელდება  გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.