Go Back Go Back
Go Back Go Back

ფეხზე წამოვდგეთ და ერთხმად განვაცხადოთ ‘საკმარისია’ ძალადობა!

ფეხზე წამოვდგეთ და ერთხმად განვაცხადოთ ‘საკმარისია’ ძალადობა!

Statement

ფეხზე წამოვდგეთ და ერთხმად განვაცხადოთ ‘საკმარისია’ ძალადობა!

calendar_today 25 November 2020

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 

საკმარისია ძალადობა! ეს არის ის, რასაც ჩვენ დღეს და ყოველდღე ხმამაღლა ვაცხადებთ ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის ყველა ფორმასთან დაკავშირებით. 

საკმარისია ოჯახში ძალადობა! საკმარისია გაუპატიურება! საკმარისია საზიანო პრაქტიკ, როგორიცაა ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება! საკმარისია დაუსჯელობა, ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე აღმაშფოთებელი და მაინც ესოდენ გავრცელებული დარღვევისთვის.

ქალებ და გოგონები სარგებლობენ ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლებით, ყველგან. მათ აქვთ უფლება მშვიდად და დაცულად იგრძნონ თავი შინ, საკუთარ სახლში, საჯარო სივრცესა თუ ონლაინსივრცეში.

და სწორედ დღეს, აღვნიშნავთ რა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, დგება მომენტი, როდესაც ყველა საქმე გვერდზე უნდა გადავდოთ და დავფიქრდეთ იმაზე, თუ როდემდე უნდა იდგეს ჩვენი საზოგადოების წინაშე ეს პრობლემა. სტატისტიკა კი შემაშფოთებელია, ყოველი სამი ქალიდან და გოგონადან ერთს კვლავ უწევს საკუთარ თავზე გამოსცადოს ძალადობა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე.

წელს, ახალი კორონავირუსის (COVID-19) წყალობით, კიდევ უფრო დამძიმდა მსოფლიოში ამ თვალსაზრისით არსებული სიტუაცია და რეალობა. აღმოჩდნენ რა სახლებში მოძალადეებთან ერთად გამოკეტილი, გამწვავებული ოჯახური პრობლემების  ფონზე, ქალების კოლოსალური რაოდენობა ითხოვდა შველას. ბევრი მათგანის თხოვნა უპასუხოდ დარჩა, რადგან დაიხურა თავშესაფრები  და შეჩერდა სხვა მომსახურებები, მაგრამ ასევე იმიტომ, რომ დახმარება ხშირად მაინც არ არის საკმარისი, მათ შორის და განსაკუთრებით კი, ჰუმანიტარულ კრიზისის პირობებში.

ჩვენ უკეთ უნდა ვიმოქმედოთ. დროა, ფეხზე წამოვდგეთ და ერთად განვაცხადოთ ‘საკმარისია ძალადობა!, არა მხოლოდ დღეს, არამედ წელიწადში 365 დღეს. ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ძალადობა. და ვიდრე იგი სრულად არ იქნება აღმოფხვრილი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა უზრუნველყოთ ძალადობის შედეგად დაზარალებული ყველა ქალისა და გოგონას საჭიროებების დაკმაყოფილება,  უზრუნველვყოთ ისინი ყველაფრით, რაც მათ გადარჩენისათვის და კვლავ ფეხზე დასადგომად სჭირდებათ, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვიდან დაწყებული, იურიდიული დახმარებით და საარსებო წყაროს მოპოვებაში ხელშეწყობით დამთავრებული.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პერსონალით დაკომპლექტებული გუნდები, 130-ზე მეტ ქვეყანაში,  დაუღალავად მუშაობენ ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის შეჩერების და დაზარალებულთა დასახმარების მიმართულებით. გასულ წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ხელშეწყობით, სამედიცინო ან ფსიქოსოციალური დახმარება მიიღო ძალადობის შედეგად დაზარალებულმა 760 000-ზე მეტმა ქალმა და გოგონამ. მხოლოდ 2020 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში, ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში, ჩვენ მიერ პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით გატარებულმა ღონისძიებებმა მოიცვა 2,8 მილიონ ქალ და გოგონა.

და მაინც, საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი უნდა გააკეთოს. ახალი კორონავირუსი (COVID-19), საკმაოდ მტკივნეულად, თუმცა, ამავე დროს, დაჟინებითა და თანმიმდევრულად გვიჩვენებს ყველა იმ გზას, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ, და გვიჩვენებს, რომ საჭიროა განსხვავებულად ვიმოქმედოთ. საკმარისია ძალადობა! არა ძალადობას! არის ჩვენი მთავარი გზავნილი. და ის, რითაც უნდა დავიწყოთ არის აღიარება იმისა, თუ რამდენად არის გავრცელებული ძალადობა ყველა საზოგადოებაში და მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმ ფაქტორების გაუვნებელყოფისკენ, რომლითაც იგი სულდგმულობს და იკვებება.

საკმარისია განცხადებები და ვარაუდები იმის შესახებ, რომ ძალადობა დასაშვებია, ან თავისთავად, ჩვენი ჩარევის გარეშე გაქრება. საკმარისია განიხილავდეთ ძალადობა, როგორც რაღაც უფრო მსუბუქს, და არა როგორც სრულმასშტაბიან კრიზის, რომლის შესაჩერებლადაც ჩვენ ძალ-ღონე არ უნდა დავზოგოთ.

საკმარისია!  - ერთი სიტყვა, რომელიც შეცვლის ჩვენს მსოფლიოს.