Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

ტრენინგი კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მონაწილეებისთვის

ტრენინგი კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მონაწილეებისთვის

News

ტრენინგი კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მონაწილეებისთვის

calendar_today 15 September 2016

15-18 სექტემბერს, ბორჯომში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მონაწილეებისთვის ტრენინგი გაიმარტა. ტრენინგის მიზანის წარმოადგენდა იმ მამაკაცების სათანადო ცოდნით აღჭურვა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული გენდერული თანასწორობის ადვოკატირების პროცესში, როგორც ტრენერები, ფასილიტატორები და სპიკერები. ტრენინგი ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის მიერ ფინანსდება.

ღონისძებაში მონაწილეობა სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის, სოციალურად აქტიურმა მამაკაცებმა მიიღეს, რომლებიც კამპანიის ძირითად პრინციპებს იზიარებენ. ტრენინგს საერთაშორისო ორგანიზაცია “Promundo”-ს წარმომადგენლები გაუძღვნენ. „Promundo” მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს საკომუნიკაციო-საადვოკაციო კამპანიების გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცთა ჩართულობის გასაზრდელად. გლობალური კამპანიის MenCare განმახორციელებელი სწორედ აღნიშნული ორგანიზაციაა.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის MenCare ინიციატივით 2016 წლის ივლისში დაიწყო. კამპანიის მიზანია, წაახალისოს მამაკაცების, როგორც მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და თანაბრად გაინაწილონ საოჯახო საქმე.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ აჩვენა, რომ საქართველოში გენდერული როლები არათანაბრადაა გადანაწილებული. კვლევის შედეგების თანახმად, საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპული „კაცური“ და „ქალური“ საქმის აღქმა. კაცურ საქმედ ითვლება საოჯახო ნივთების შეკეთება, ხოლო ქალურ საქმედ - ბავშვებზე ზრუნვა, დალაგება, ოჯახის მოვლა, საჭმლის მომზადება, რაც ოჯახური საქმის ტვირთს მთლიანად ქალს აკისრებს. 10-დან 8 მამა საკუთარ სკოლამდელი ასაკის შვილებს ყოველდღიურად არ უკითხავს წიგნებს, არ მიჰყავს ბაღში, ან გასართობად და არ უკეთებს  საჭმელს; გამოკითხულთა 13% იშვიათად, ხოლო 6%  - არასოდეს ესაუბრება თავიანთ მოზარდ შვილებს პრობლემების შესახებ. არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით მამაკაცებს აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ.

არსებული მდგომარეობის გათვალიწინებით და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ცნობიერების ასამაღლებლად და საზოგადოებრივი დისკუსიის წამოსაწყებად, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აქტიური მუშაობა 2013 წლიდან დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში მამაკაცთა ჩართულობის გასაზრდელად განხორციელებულმა კამპანიებმა და ღონისძიებებმა („მამა, წიგნი წამიკითხე“, სატელევიზიო გადაცემა „მამები“, „წერილი შვილს“ და ა.შ.) საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა და სოციალურ ცვლილებებს შეუწყო ხელი.

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი აქტიურად განაგრძობს მუშაობას და გენდერული თანსწორობის ადვოკატირების პროცესში ჩართული მამაკაცების ქსელის გაფართოვებას გეგმავს.