Go Back Go Back
Go Back Go Back

სკოლებში ვიზიტი შსს-სთან ერთად ადრეული ქორწინების პრევენციისთვის

სკოლებში ვიზიტი შსს-სთან ერთად ადრეული ქორწინების პრევენციისთვის

News

სკოლებში ვიზიტი შსს-სთან ერთად ადრეული ქორწინების პრევენციისთვის

calendar_today 15 November 2023

Two young women standing in front of an audience
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

2023 წლის 15 ნოემბერს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის თანამშრომლობით, თელავის მუნიცპალიტეტის სკოლებში ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის შესახებ შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრები ჩატარდა კურდღელაურისა და ყარაჯალის საჯარო სკოლებში, სადაც გაეროს მოსახლეობის ფონდის, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისა და „112“-ის წარმომადგენლებმა აუდიტორიას მიაწოდეს ინფორმაცია ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების სამართლებრივი რეგულირების, მისი საზიანო შედეგებისა და პრევენციის აუცილებლობის, ასევე, „112“-ის განახლებული მობილური აპლიკაციით სარგებლობის წესების თაობაზე. 

An adolescent girl holding a paper with 112 application instructions on it
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

„112“-ის მობილური აპლიკაცია 2022 წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე განახლდა, 5 ენაზე ითარგმნა და ასევე, მასში ინტეგრირდა ინფორმაცია ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ. 

შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო აქტივისტმა ჩინარა კოჯაევამ, რომელმაც უფროსკლასელებს  პირადი ისტორია გაუზიარა იმის შესახებ, თუ როგორ გადაურჩა ადრეულ ასაკში ქორწინებას.  

თანამშრომლობის ფარგლებში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან გრძელდება.  

შეხვედრები ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.