თქვენ აქ ხართ

გაეროს მოსახლეობის ფონდის #UNFPA საქართველოს ოფისის და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს ესტუმრნენ.

კორონავირუსის გავრცელების ამ ეტაპზე გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, წითელი ჯვრის საზოგადოება სასურსათო და ჰიგიენური ამანათებით უზრუნველყოფს 60 წელს გადაცილებულ, სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს საქართველოს 7 მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „კოვიდ 19-ის შედეგებთან გამკლავება ადგილობრივ თემებში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია UN COVID-19 MPTF -ის მიერ.