Go Back Go Back
Go Back Go Back

საინფორმაციო შეხვედრა ექიმებთან გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისთვის

საინფორმაციო შეხვედრა ექიმებთან გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისთვის

News

საინფორმაციო შეხვედრა ექიმებთან გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისთვის

calendar_today 03 December 2021

Doctor Tinatin Gagua wearing UNFPA campaign shirt
ფოტო: შალვა ხაჩიძე/UNFPA

3 დეკემბერს ახალციხეში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისთვის რადიოლოგების, მეან-გინეკოლოგების, ოჯახის ექიმებისა და რეპროდუქტოლოგების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ, რომელსაც უძღვებოდნენ მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი თინათინ გაგუა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პროგრამის ოფიცერი მარიკა ქურდაძე.

ფოტო: შალვა ხაჩიძე/UNFPA

გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა ბიჭების სასარგებლოდ გოგონების და ქალების მიმართ სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ უთანასწორობაზე მიუთითებს და საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმულ გენდერულ უთანასწორობაზე მეტყველებს.

როგორც კვლევები ადასტურებს სამედიცინო პერსონალს ხშირად არ აქვს ინფორმაცია ამ საზიანო პრაქტიკის არსებობის შესახებ, რაც ხელს უწყობს გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის გავრცელებას. ამ თვალსაზრისით, სამედიცინო პერსონალთან მუშაობას, ამ საკითხზე დიალოგს, ინფორმაციის გაცვლასა და გავრცელებას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. საინფორმაციო შეხვედრები  ხელს შეუწყობს სამედიცინო საზოგადოების გენდერული სენსიტიურობის გაზრდას, მათ ინფომირებულობას ქვეყანაში ვაჟიშვილის უპირატესობოს არსებობისა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის შესახებ.  

ფოტო: შალვა ხაჩიძე/UNFPA

შეხვედრის მიზანია დამსწრე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ვაჟიშვილისთვის უპირატესობის მინიჭება, საზოგადოებაში გოგონების დაბალი ღირებულება, გენდერული უთანასწორობა, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა და დარღვეული სქესთა რაოდენობრივი შეფარდება დაბადებისას საქართველოში; ასევე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის სქესის დადგენის ტექნოლოგიების ეთიკური გამოყენებისა და მშობლისთვის სქესის გამხელის ვადების შესახებ რეკომენდაციებისა და რჩევების წარდგენა. 

შეხვედრა ჩატარდა პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.