Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

საბავშვო სპექტაკლი „ესმამ დაქოქა მანქანა“ გოგოების საერთაშორისო დღეს

საბავშვო სპექტაკლი „ესმამ დაქოქა მანქანა“ გოგოების საერთაშორისო დღეს

News

საბავშვო სპექტაკლი „ესმამ დაქოქა მანქანა“ გოგოების საერთაშორისო დღეს

calendar_today 11 October 2022

სპექტაკლის "ესმამ დაქოქა მანქანა" აფიშა
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

11 ოქტომბერს, გოგოების საერთაშორისო დღეს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან, ახალციხის თოჯინებისა პროფესიულ სახელმწიფო თეატრთან თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით, გაიმართა სპექტაკლის ჩვენება „ესმამ დაქოქა მანქანა“. 

სპექტაკლის რეჟისორია თეატრალური პრემია „დურუჯის“ ლაურეატი ელენე მაცხონაშვილი, ხოლო პიესა ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატ დრამატურგს, ალექს ჩიღვინაძეს ეკუთვნის. მარიონეტების და დეკორაციების ავტორია მხატვარი ვახტანგ ქორიძე.

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

კულტურულად მგრძნობიარე და ასაკზე მორგებული თოჯინური სპექტაკლი, რომელსაც თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა, განკუთვნილია 6-10 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის.

ეს არის სპექტაკლი გოგოებისთვის და ბიჭებისთვის, რომლებიც ოცნებობენ, თანასწორობისკენ მიმავალ გზაზე სტერეოტიპებს ამსხვრევენ და სურთ, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. ეს ამბავი არის  მათი ოჯახებისთვის, რომლებიც ახალ თავგადასავლებს არ უშინდებიან და სქესის მიუხედავად, ამაყობენ თავიანთი შვილებით. ამავდროულად, ეს არის ისტორია მეგობრობის, ერთგულების და მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მოზარდებს ბევრ საკითხზე დააფიქრებს, მშობლებს კი ბავშვობაში დააბრუნებს. 

A puppet girl sits in a red car
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

სპექტაკლი ნაწილია კამპანიისა „ნუ განასხვავებ, გოგოც და ბიჭიც შენი მომავალია“, რომლის ფარგლებშიც გაეროს მოსახელეობის ფონდი (UNFPA) შეახსენებს ყველას, რომ გოგოც და ბიჭიც თანაბრად ღირებული და ძვირფასია თავიანთი ოჯახებისთვის, თემისთვისა და ქვეყნისთვის.

სპექტაკლი მომზადდა პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.