Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

საბავშვო თოჯინური სპექტაკლი „ესმამ დაქოქა მანქანა“ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

საბავშვო თოჯინური სპექტაკლი „ესმამ დაქოქა მანქანა“ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

News

საბავშვო თოჯინური სპექტაკლი „ესმამ დაქოქა მანქანა“ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

calendar_today 28 მაისი 2022

„ესმამ დაქოქა მანქანა“ არის 6-10 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი სპექტაკლი.
ფოტო: გაგა კაპანაძე/UNFPA

28 მაისს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, გაეროს მოსახელობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით გაიმართა სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან პარტნიორობით მომზადებული საბავშვო თოჯინური სპექტაკლის, „ესმამ დაქოქა მანქანა“ ჩვენება.  

6-10 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი სპექტაკლი, რომლის რეჟისორია თეატრალური პრემია „დურუჯის“ ლაურეატი ელენე მაცხონაშვილი, პიესის ავტორი კი - ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი დრამატურგი, ალექს ჩიღვინაძე, 2022 წლის 8 მაისიდან ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეგულარული რეპერტუარის ნაწილია. 

"Esma Starts a Car" is a puppet show for children aged 6-10
ფოტო: თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი

„ესმამ დაქოქა მანქანა“ არის სპექტაკლი გოგოებისთვის და ბიჭებისთვის, რომლებიც ოცნებობენ, თანასწორობისკენ მიმავალ გზაზე სტერეოტიპებს ამსხვრევენ და სურთ, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ, და მათი ოჯახებისთვის, რომლებიც ახალ თავგადასავლებს არ უშინდებიან და სქესის მიუხედავად, ამაყობენ თავიანთი შვილებით. ამავდროულად, ეს არის ამბავი მეგობრობის, ერთგულების და მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მოზარდებს ბევრ საკითხზე დააფიქრებს, მშობლებს კი ბავშვობაში დააბრუნებს. 

სპექტაკლი მომზადდა პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.