Go Back Go Back
Go Back Go Back

რელიგიათაშორისი დიალოგი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის დასამარცხებლად

რელიგიათაშორისი დიალოგი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის დასამარცხებლად

News

რელიგიათაშორისი დიალოგი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის დასამარცხებლად

calendar_today 04 December 2018

2018 წლის 3 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე, რელიგიათაშორისი საბჭოს წევრებმა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და ძალადობის დამარცხებაში რელიგიის როლზე იმსჯელეს. შეხვედრა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“  პარტნიორობით და რელიგიათაშორის საბჭოსთან თანამშრომლობით გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რვა რელიგიური კონფესიის, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, UNFPA-ს, ევროკავშირის პროექტის წარმომადგენლებმა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სტამბოლის კონვენციის განხორციელება საქართველოში, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა ქალის მიმართ, ადრეული ქორწინება, საზიანო პრაქტიკები ქალებისა და გოგონების მიმართ და სხვა. შეხვედრის განმავლობაში არაერთხელ გაესვა ხაზი რელიგიური ორგანიზაციების როლს ძალადობასთან და საზიანო პრაქტიკებთან ბრძოლის პროცესში და დაისახა შემდგომი თანამშრომლობის ნაბიჯები.

შეხვედრა წარმოადგენს გაგრძელებას იმ ინიციატივისა, რომელიც 2016 წლიდან UNFPA-ს საქართველოს ოფისმა  წამოიწყო რელიგიათაშორის საბჭოსთან და ორგანიზაცია „21-ე საუკუნე“-სთან თანამშრომლობით.  ორი წლის განმავლობაში მოეწყო რელიგიათაშორისი ფორუმები და დიალოგები, შედგა შეხვედრები საქართველოს არაერთ ქალაქსა და რეგიონში, რომელშიც რელიგიურ მოღვაწეებთან ერთად, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი. თანამშრომლობის მიზანი ადრეული ქორწინების და საზიანო პრაქტიკის პრევენციისათვის რელიგიური ლიდერების მხარდაჭერის მოპოვებაა.

ცნობიერების ამაღლების პროცესში რელიგიური ლიდერების დახმარებით სწორი გზავნილების გავრცელება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალთა მიმართ ძალადობის, ადრეული ქორწინებისა და სხვა საზიანო პრაქტიკებისადმი საზოგადოების შემწყნარებლური დამოკიდებულების შეცვლაში.

შეხვედრა მიეძღვნა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება.