Go Back Go Back
Go Back Go Back

რეგიონული კონფერენცია „მოსახლეობის დინამიკა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დემოგრაფიული პრაქტიკა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“

რეგიონული კონფერენცია „მოსახლეობის დინამიკა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დემოგრაფიული პრაქტიკა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“

Press Release

რეგიონული კონფერენცია „მოსახლეობის დინამიკა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დემოგრაფიული პრაქტიკა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“

calendar_today 15 June 2019

2019 წელი გამორჩეულია იმით, რომ ამ წელს მსოფლიო აღნიშნავს მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) სამოქმედო პროგრამის მიღების 25-ე წლისთავს და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაარსებიდან 50-ე წლისთავს. ასევე, 2019 წელს, 20 წელი სრულდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მოღვაწეობისა ქვეყნის განვითარების ხელშესაწყობად.
UNFPA-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა, ორგანიზება გაუწია რეგიონულ კონფერენციას, რომელიც ამ მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნას ემსახურება მოსახლეობის დინამიკასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დემოგრაფიული პოლიტიკის საკითხებზე რეგიონული დიალოგის გაღრმავების გზით.  
აღნიშნულმა რეგიონალურმა კონფერენციამ უმასპინძლებს დისკუსიას თემაზე - „რა შეიცვალა“. მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციასთან (ICPD) დაკავშირებული დისკუსიების ეს სერია ორგანიზებულია  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ მსოფლიო მასშტაბით და ემსახურება 2019 წლის ნოემბერში ნაირობიში დაგეგმილი ICPD25 გლობალური სამიტისთვის მზადებას. აღნიშნული დისკუსიების მიზანს წარმოადგენს უნიკალური ცოდნის ბაზის შექმნა, რომელშიც შესული იქნება ICPD თემებზე წამყვანი ექპერტებისა და საზოგადოების იმ წარმომადგენელთა მოსაზრებები, რომლებიც მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) დღის წესრიგის განხორციელებისთვის იღწვიან; აგრეთვე, ახალი მიდგომების გაანალიზება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის შესაძლებელი  მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) ფარგლებში წარმოშობილი ვალდებულებების სრულად შესრულება და არსებულ რეალობაზე მათი მორგება. აღნიშნული დისკუსიების განხილვის საგანს წარმოადგენდა მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო პროგრამა და სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებების რეალიზაციის მიმართულებით არსებული მიღწევები. 
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის დინამიკისა და რეგიონში ამ მიმართულებით არსებული ტენდენციების, მათ შორის დაბერების, სიღრმისეული გაცნობიერების ხელშეწყობა,  და ასევე, რეგიონის ქვეყნებში ამ დინამიკასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და ინიციატივების მიმართულებით არსებული სიტუაციის მიმოხილვა. რეგიონის ქვეყნებს შორის სამეცნიერო მტკიცებულებებისა და კარგი პრაქტიკის გაცვლის გზით, კონფერენცია ასევე უზრუნველყოფს მოსახლეობისა და განვითარების საკითხებთან დაკავშირებით მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობას.
ერთდღიანი კონფერენციის ორგანიზატორები არიან გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის  რეგიონული ოფისი და გაეროს ევროპის  ეკონომიკური კომისია (UNECE) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან პარტნიორობით. 
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების მთავრობების, სამეცნიერო წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა; გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) რეგიონული ოფისისა და ქვეყნის ოფისების წარმომადგენლებმა და მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა. 

Conference notes

Conference Resources