Go Back Go Back
Go Back Go Back

პუბლიკაციის "ლუნა და ციცინათელების პლანეტა" პრეზენტაცია ქუთაისში

პუბლიკაციის "ლუნა და ციცინათელების პლანეტა" პრეზენტაცია ქუთაისში

News

პუბლიკაციის "ლუნა და ციცინათელების პლანეტა" პრეზენტაცია ქუთაისში

calendar_today 12 April 2021

"Luna and the Planet of Fireflies" Presented in Kutaisi
ფოტო: დათო მირზაშვილი/კამპანია "კაცები ზრუნავენ"

11 აპრილს მამებმა და შვილებმა ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში წიგნის „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ პრეზენტაციაზე მოიყარეს თავი.

ავტორებთან - მწერალ დათო გორგილაძესთან და ილუსტრატორ თათია ნადარეიშვილთან ერთად, მათ შვილების აღზრდასა და საოჯახო საქმეებში კაცების, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

„ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, სადაც დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ პასუხისმგებლობას შვილებსა და საოჯახო საქმეებზე, შედეგად კი მათ ირგვლივ ჯადოსნური ამბები ხდება. 

ფოტო: დათო მირზაშვილი/კამპანია "კაცები ზრუნავენ"

“პალიტრა L”-ის გამოცემული  ეს საბავშვო პუბლიკაცია კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივითა  და ევროკავშირის ხელშეწყობით მომზადდა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის  (UN Women)   მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.