Go Back Go Back
Go Back Go Back

პუბლიკაციები „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ და „იავნანა ლილისთვის“ სომხურად და აზერბაიჯანულად ითარგმნა

პუბლიკაციები „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ და „იავნანა ლილისთვის“ სომხურად და აზერბაიჯანულად ითარგმნა

News

პუბლიკაციები „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ და „იავნანა ლილისთვის“ სომხურად და აზერბაიჯანულად ითარგმნა

calendar_today 04 December 2021

A father and a daughter reading a book
ფოტო: სედრაკ ასლანიანი/MenCare

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ საბავშვო პუბლიკაციები „ლუნა და ციცინათელების პლანეტა” და „იავნანა ლილისთვის“, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა და  გამოიცა გამომცემლობა “პალიტრა L”-ის მიერ. 

წიგნის „ლუნა და ციცინათელების პლანეტა” ტექსტის ავტორი მწერალი დავით გორგილაძეა, ილუსტრაციები თათია ნადარეიშვილს ეკუთვნის. „იავნანა ლილისთვის“ მწერალმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ დაწერა, მისთვის ილუსტრაციები სოფო კირთაძემ შექმნა. წიგნები სომხურ ენაზე ასია დარაბიანმა,  აზერბაიჯანულ ენაზე კი  ოქტაი ქაზუმოვმა გადათარგმნა.

ფოტო: სედრაკ ასლანიანი/MenCare

2 დეკემბერს გაიმართა სომხურ ენაზე ნათარგმნი პუბლიკაციების პრეზენტაცია ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანებასთან თანამშრომლობით. 

პრეზენტაციაზე დამსწრე მამებსა და შვილებს  წიგნები ავტორებმა დათო გორგილაძემ და ალექსანდრე ლორთქიფანიძემ წარუდგინეს. ბავშვებმა და მამებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოპშიც, რომელიც საგანგებოდ ამ დღისთვის, ილუსტრატორმა თათია ნადარეიშვილმა მოამზადა.  

3 დეკემბერს პუბლიკაციები და ვორქშოფი ახალქალაქის ბიბლიოთეკაშიც გაიმართა. აღნიშნული ღონისძიებებით კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ეხმიანება 16 დღიან გლობალურ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.

ფოტო: სედრაკ ასლანიანი/MenCare

მონაცემები გენდერული ურთიერთობების შესახებ, გვიჩვენებს, რომ ტრადიციული გენდერული როლების ირგვლივ არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით კაცებს თანაბრად გაინაწილონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ. 

წიგნების მიზანია, ხაზი გაუსვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კაცების, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობა შვილების აღზრდაში და საოჯახო საქმეებში, ქალთა, ბავშვთა, ოჯახების და ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ნამდვილი გენდერული თანასწორობის მისაღწევად. 

აზერბაიჯანულ ენაზე ნათარგმნი პუბლიკაციების პრეზენტაციები ქვემო ქართლში 13 დეკემბერს მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან  თანამშრომლობით.

ფოტო: სედრაკ ასლანიანი/MenCare

სომხურ ენაზე პუბლიკაციები მომზადდა პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. 

აზერბაიჯანულ ენაზე კი პუბლიკაციები ითარგმნა პროგრამის “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.