Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს, და ლიბერთი ბანკის ინიციატივა

პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს, და ლიბერთი ბანკის ინიციატივა

News

პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს, და ლიბერთი ბანკის ინიციატივა

calendar_today 06 December 2021

შეხვედრა სოფლად მცხოვრებ ქალებთან გორში
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია დაიწყო. შეხვედრების მიზანია აამაღლოს სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის შესახებ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ასევე იმ საბანკო სერვისების შესახებ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ. 2021 წლის დეკემბერში შეხვედრები შიდა ქართლში და რაჭა-ლეჩხუმში გაიმართება.

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

2021 წლის 4 დეკემბერს, პირველი შეხვედრა გორში, სასტუმრო “Georgia Gold”-ში შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალები, რომლებიც  FAO-ს ,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტში’’ (ფინანსური მხარდამჭერი -  „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა“) არიან ჩართულნი. მათ ინფორმაცია მიირეს ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა, საშვილოსნოს და ძუძუს კიბოს პრევენცია, ოჯახში ძალადობა, საზიანო პრაქტიკები (ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა), გენდერული თანასწორობის როლი ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ფინანსური დაგეგმვა და საბანკო სერვისები, რომელსაც ლიბერთი ბანკი სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს. 

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

პარალელურად, UNFPA-სა და FAO-ს თანამშრომლობით, გაიმართა ტრენინგი „მამაკაცური საუბრები“, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი 2016 წლიდან ახორციელებს, რათა გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში კაცების ჩართულობის გაზრდას შეუწყოს ხელი. ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, „მამაკაცური საუბრები“ კარგი შესაძლებლობაა ბიზნესსა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული კაცებისთვის, გაიაზრონ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა თავიანთ საქმიანობაში, რაც დადებითად აისახება როგორც პროდუქტიულობაზე, გუნდურობასა თუ შედეგების ეფექტურ მიღწევაზე, ასევე,  იმ რისკის შემცირებაზე, რომ დასაქმებულმა კაცმა გააღვივოს სტერეოტიპები. 

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

ღონისძიებები გახსნეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებმა.