Go Back Go Back
Go Back Go Back

ოჯახის მხარდაჭერის კარგად შემუშავებული პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია ევროპის წინაშე მდგარ დემოგრაფიულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, აცხადებენ მომხსენებლები გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კონფერენციაზე

ოჯახის მხარდაჭერის კარგად შემუშავებული პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია ევროპის წინაშე მდგარ დემოგრაფიულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, აცხადებენ მომხსენებლები გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კონფერენციაზე

Press Release

ოჯახის მხარდაჭერის კარგად შემუშავებული პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია ევროპის წინაშე მდგარ დემოგრაფიულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, აცხადებენ მომხსენებლები გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კონფერენციაზე

calendar_today 30 September 2022

 panel of high-level delegates
Photo: UNFPA

ოჯახის მხარდაჭერის კარგად შემუშავებული პოლიტიკა, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქალებისა და კაცებისათვის, წარმოადგენს ევროპის წინაშე მდგარ დემოგრაფიულ გამოწვევებზე წარმატებული რეაგირების ძირითად ელემენტს, განაცხადეს მომხსენებლებმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ორგანიზებული მაღალი დონის კონფერენციის გახსნაზე, რომელიც 22 სექტემბერს, სტამბოლში გაიმართა. კონფერენეციაში, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 12 ქვეყანას შორის, საქართველოც მონაწილეობდა. 

დროა ვიზრუნოთ იმ ბარიერების მოხსნაზე, რომლებიც ხელს უშლის ქალებსა და კაცებს კარიერულ წინსვლაში და, ამავე დროს, მათთვის სასურველი რაოდენობის შვილების ყოლასა და გაზრდაში“, - განაცხადა ფლორენს ბაუერმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა.

ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ქალებსა და კაცებს უმარტივებს თავიანთი მოვალეობების შესრულებას როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში. აღნიშნული პოლიტიკა მომგებიანია დასაქმებული მშობლებისთვის, კომპანიებისთვის, ეკონომიკისა და მთლიანად საზოგადოებისთვის”.

საქართველოს მთავრობის სახელით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ოკუპორებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, ხოლო კერძო სექტორს წარმოადგენდნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები: „მეამას“ გენერალური დირექტორი - ელენე ვარსემაშვილი და „თეგეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი - ნათიკა ბერძული.

A panel of high-level delegates. All female
ფოტო: UNFPA

ევროპის მასშტაბით, ქალების მიმართ ჯერ კიდევ არსებობს მოლოდინი, რომ მათ უნდა იტვირთონ აუნაზღაურებელი ზრუნვისა და საოჯახო სამუშაოს უმეტესი ნაწილი. ეს აბრკოლებს ქალებს გადაწყვიტონ სამსახურის დაწყება და ამავდროულად შექმნან ოჯახი. ფაქტია, რომ მათ ხშირად მაინც უწევთ არჩევანის გაკეთება კარიერასა და შვილების გაჩენას შორის. ზოგიერთი ქალი არასოდეს შედის შრომით ბაზარზე, ან თავს ანებებს სამუშაოს შვილის გაჩენის შემდეგ. აღმოსავლეთ ევროპაში, სამუშაო ძალაში მონაწილე ქალების წილი განსაკუთრებით დაბალია, ზოგადად, 50 პროცენტზე ნაკლები. მათ, ვინც უერთდება სამუშაო ძალას და დასაქმებულია, ხშირად, სურვილის მიუხედავად, უჭირთ ოჯახის შექმნა და ხშირ შემთხვევაში ან იმაზე ნაკლები შვილები ჰყავთ, ვიდრე სურთ, ან საერთოდ არ ჰყავთ შვილები. 

ოჯახი საზოგადოების ბირთვს ქმნის. სწორედ ოჯახი წარმოადგენს სრულფასოვანი და წარმატებული ცხოვრების საფუძველს. ამის გათვალისწინებით, პოლიტიკის შემუშავებისას, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ოჯახზე“. განაცხადა  დუბრავკა შუიცამ, დემოკრატიისა და დემოგრაფიის დარგში ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

თუ ოჯახების მხარდაჭერის საქმეს სერიოზულად მივუდგებით, აუცილებელია შექვქმნათ გარემო, რომელიც ყველა ტიპის ოჯახის კეთილდღეობას უზრუნველყოფს, მიუხედავად მათი შემადგენლობისა“. 

როგორც მთავრობა, ასევე კერძო სექტორი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის დანერგვაში. ასეთი პოლიტიკის ნაწილია სათანადოდ ანაზღაურებადი მშობლის შვებულება - დედებისა და მამებისათვის, მზრუნველობის შემწეობა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომელიც იცავს ორსულ ქალებს, ასევე, მშობლებისათვის მოქნილი სამუშაო განრიგის შეთავაზება, მეძუძური დედებისთვის სპეციალური ადგილების გამოყოფა და მცირეწლოვანი ბავშვების მოვლისთვის განკუთვნილი სივრცეები და საშუალებები სამუშაო ადგილზე. 

საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდი აქტიურად თანამშრომლობს როგორც მთავრობასთან, ასევე, კერძო სექტორთან იმისთვის, რომ მათ ხელი შეუწყონ ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკის დანერგვას და ქალებს არ უწევდეთ არჩევანის გაკეთება ოჯახსა და კარიერას შორის. სწორი პოლიტიკის გატარებით და შესაბამისი მიდგომებით, ღირსეული სამუშაო პირობებისა და დეკრეტული/მშობლობის შვებულების შეთავაზებით როგორც დედებისთვის, ასევე მამებისთვის, შესაძლებელია, შეიქმნას ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო პროგრესული და ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბებას. მოხარული ვართ, რომ საქართველოში უკვე იდგმება გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით და კომპანიები, რომელთაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აქვთ, აცნობიერებენ ასეთი პოლიტიკის გატარების მნიშვნელობას,“ ამბობს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე.

A panel of high-level delegates. All female
ფოტო: UNFPA

ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკით სარგებელს ნახულობენ ბიზნეს სუბიექტები პერსონალის მიერ დემონსტრირებული უფრო მაღალი ლოიალობით და სამსახურის გაცდენის რაოდენობის შემცირებით, ასევე ბრუნვის გაზრდითა და დასაქმების ხარჯების შემცირებით, რაც  უფრო მეტ პროდუქტიულობას და შემოსავალს უკავშირდება. „მეამას“ გენერალურმა დირექტორმა, ელენე ვარსემაშვილმა, კონფერენციის მონაწილეებს კომპანიის გამოცდილება გაუზიარა:

2022 წლის დასაწყისში „მეამამ“ მზადყოფნა გამოთქვა, გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით, დანერგოს და გაატაროს ოჯახზე მორგებული პოლიტიკა და ამ გზით, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას სამუშაო ადგილზე. მამობის შვებულებით 2022 წელს კომპანია „მეამას“ ხუთმა დასაქმებულმა ისარგებლა. ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის, ოჯახის ხელშეწყობის პოლიტიკის დანერგვა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.“

„ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ეხმარება ადამიანებს იყოლიონ იმდენი შვილი, რამდენიც მათ სურთ, რაც უადვილებს ქალებს სამუშაო ძალაში ჩართვის პროცესს - რომელთაგანაც ორივე სასურველია როგორც ადამიანის უფლებების დაცვის პერსპექტივიდან, ასევე იმიტომ, რომ ეს ეხმარება ქვეყნებს დემოგრაფიული ცვლილებების შედეგების შემსუბუქებაში“, - განაცხადა ფლორენს ბაუერმა. ”მაგრამ იმისათვის, რომ ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკას აღნიშნული შედეგი ჰქონდეს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ქალთა საჭიროებებს და ითვალისწინებდეს თანამედროვე ოჯახების მრავალფეროვნებას.”  

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მთავრობებისა და ბიზნესის 100-მდე ლიდერი მონაწილეობდა კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ დაფინანსებული გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პროგრამის „არჩევანის გაფართოება“ ფარგლებში.