Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

მოვუსმინოთ გოგოებს და დავიცვათ მათი უფლებები

მოვუსმინოთ გოგოებს და დავიცვათ მათი უფლებები

Statement

მოვუსმინოთ გოგოებს და დავიცვათ მათი უფლებები

calendar_today 11 October 2020

გაეროს მოსახლების ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის,
ნატალია კანემის განცხადება გოგოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. 
11 ოქტომბერი, 2020

ყველა გოგოს აქვს უფლება, ილაპარაკოს და მოუსმინონ. 

მოდით, დღეს, გოგოების საერთაშორისო დღეს, შევთანხმდეთ, რომ მოვუსმენთ გოგოებს და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მათი ხმა კიდევ უფრო მეტად ისმოდეს.   

ძალიან ხშირად, ოჯახებში, სკოლებში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გოგოების ხმა იხშობა და იკარგება. მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით გოგოსთვის ამის მიზეზი ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ადრეული ქორწინება ან სხვა საზიანო პრაქტიკაა. მსგავსი პრაქტიკები,  არა მხოლოდ არღვევს მოზარდი გოგოს სხეულის მთლიანობასა და ავტონომიას, ასევე ართმევს მას თავდაჯერებულობას და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. 

საზიანო პრაქტიკების აღსრულებას წამების სჭირდება, თუმცა მისი სავალალო შედეგები მთელ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. 

ახლაც, როცა COVID-19-ის პანდემიის შუაგულში ვცხოვრობთ,  საზიანო პრაქტიკები არ წყდება. გაეროს მოსახლეობის ფონდისა და მისი პარტნიორების მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ 2020-30 წლებში, საზიანო პრაქტიკების მოსალოდნელი მილიონობით შემთხვევის გარდა, პანდემიამ შესაძლოა, დამატებით გამოიწვიოს ბავშვობის ასაკში ქორწინების 13 მილიონი, ხოლო ქალთა სასქესო ორგანოებს დასახიჩრების 2 მილიონი ახალი შემთხვევა. მოზარდთა ორსულობის მაჩვენებელი იზრდება. იზოლაციაში და სკოლის გარეშე დარჩენილი გოგოები განსაკუთრებით დგანან რისკის წინაშე.

მდგრადი განვითარების დღის წესრიგის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა არავინ დარჩეს განვითარების ტალღის მიღმა. არ უნდა მივცეთ მიმდინარე კრიზისს უფლება, რომ მთელი თაობა შეიწიროს. უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა გენდერულად თანასწორი სამყაროს შესაქმენლად, სამყაროსი, რომელშიც თითოეულ გოგოს ექნება ძალაუფლება, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი თავისი სხეულისა და ცხოვრების შესახებ. შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილ, მშვიდობიანი სახლით, უსაფრთხო სკოლითა და ხელშემწყობი საზოგადოებით გარშემორტყმულ, კანონის ძალითა და აღსრულებით დაცულ გოგოს, ყველა პირობა ექნება განვითარებისთვის.  

მაშინ, როცა მოზარდი გოგოები გზას იკვლევენ ბავშვობიდან ქალობისკენ, მათი სქესობრივი და რეპორდუქციული ჯანრმთელობა და უფლებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მათი ახლადაღმოჩენილი შესაძლებლობებითა და სურვილით, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარი სხეულის, ცხოვრებისა და სამყაროს შესახებ, გოგოები თავიანთ საჭიროებებსა და ოცნებებზე საუბრობენ. დროა, ჩვენც მოვუსმინოთ მათ.