Go Back Go Back
Go Back Go Back

მინისტრთა კონფერენცია - საზოგადოებათა წინსვლის გზები, მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე

მინისტრთა კონფერენცია -  საზოგადოებათა წინსვლის გზები, მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე

News

მინისტრთა კონფერენცია - საზოგადოებათა წინსვლის გზები, მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე

calendar_today 30 November 2021

2021 წლის 1-2 დეკემბერს, ევროპისა და ცენტრალური აზიის ხელისუფლებათა უმაღლესი წარმომადგენლები, წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები დაესწრებიან, სოფიაში, ჰიბრიდულ რეჟიმში გამართულ შეხვედრას, რომლის დროსაც განხილული იქნება საზოგადოებათა წინსვლის გზები, მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე.

მინისტრთა კონფერენცია „ევროპის დემოგრაფიული მომავლის შენება” იმართება ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებითა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ეგიდით. 

კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: მოსახლეობის დაბერება, შობადობა, გენდერული თანასწორობა და ოჯახის პოლიტიკა, ახალგაზრდების მისწრაფებები, სოფლის ტერიტორიების აღორძინება, სოციალური პოლიტიკისა და პროგრამების დაფინანსება, ასევე, ურთიერთკავშირი დემოგრაფიასა და დემოკრატიას შორის.   

დემოგრაფიული მდგრადობისადმი მიძღვნილ სრულად ვირტუალურ გამოფენაზე, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ კარგი პრაქტიკის მაგალითებს და ჩაერთონ დემოგრაფიულ ცვლილებასთან დაკავშირებული პერსპექტიული ინიციატივების შემუშავების პროცესში.  

კონფერენციაზე გამოცხადდება დემოგრაფიული მდგრადობისადმი მიძღვნილი ათწლეული 2022-2032. იგი საფუძველს ჩაუყრის სოფიას ალიანსს, რომელსაც სათავეში ჩაუდგებიან წევრი სახელმწიფოები და რომლის მიზანიც იქნება დემოგრაფიული მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება, შესაბამის პოლიტიკასთან დაკავშირებული რჩევების მიწოდება და ტექნიკური დახმარებას აღმოჩენა.

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის, კონფერენციაზე სიტყვით გამომსვლელებისა და პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ

ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ და გააშუქონ კონფერენცია, რისთვისაც, ონლაინრეჟიმში კონფერენციაზე დასასწრებად, შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია აქ.   

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო პირებს: 

იენს-ჰაგენ ეშენბეხერი - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელი:
Jens-Hagen Eschenbaecher, UNFPA, eschenbaecher@unfpa.org, +905497483655

ბილიანა ბოევა, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი:
Bilyana Boeva, Ministry of Foreign Affairs of Bulgaria, Bilyana.BOEVA@mfa.bg, +359 2 948 2218