Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

მენსტრუალური ჰიგიენის დღე

მენსტრუალური ჰიგიენის დღე

News

მენსტრუალური ჰიგიენის დღე

calendar_today 28 მაისი 2023

მოზარდები სალვა (მარცხნივ) და ხოლუდი ათვალიერებენ ჰიგიენურ საშუალებათა ნაკრებს ალშეკას ბანაკში, იდლიბი, სირია.
ფოტო: UNFPA/კარამ ალ-მასრი

მენსტრუალური ჯანმრთელობა არა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის, არამედ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხიცაა.

თითოეულ ჩვენგანს აქვს სხეულის ავტონომიის უფლება. მენსტრუაციის დროს სხეულზე ზრუნვის შესაძლებლობა ამ ფუნდამენტური უფლების არსებითი ნაწილია. მიუხედავად ამისა, მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 500 მილიონ ქალსა და გოგოს  შეზღუდული აქვს წვდომა მენსტრუალური ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო პროდუქტებზე და მენსტრუალური ჯანმრთელობის სათანადოდ დაცვის შესაძლებლობებზე.

მენსტრუალური ჯანმრთელობისა და ჰიგიენის დაცვის საშუალებებზე წვდომის შეზღუდვა მნიშვნელოვნად აზიანებს ქალების, გოგოების და მენსტრუაციის მქონე ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს - მათ შორის სამუშაოსა თუ სასწავლებელში სიარულის უფლებას; ხელს უწყობს სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებას. მენსტრუაციის მართვისთვის საჭირო რესურსების ნაკლებობა, ისევე როგორც მესნტრუაციის გამო გარიყვისა და სირცხვილის განცდა, ძირს უთხრის ადამიანის ღირსებას. გენდერული უთანასწორობა, უკიდურესი სიღარიბე, ჰუმანიტარული კრიზისები და საზინო ტრადიციები აღნიშნული უფლებების შეზღუდვასა და სტიგმის გაძლიერებას უწყობს ხელს.

ყოველივე ზემითთქმულის გათვალისწინებით, წლევანდელი მენსტრუალური ჰიგიენის დღის თემაა „2030 წლისთვის მენსტრუაციის ბუნებრივ მოვლენად ქცევა“. ეს დღე აღინიშნება ყოველი წლის მეხუთე თვის 28-ე დღეს, რადგან მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა საშუალოდ 28 დღეს შეადგენს და დაახლოებით 5 დღეს გრძელდება.

არსებობს შეთანხმება იმის თაობაზე, თუ რა სჭირდებათ ადამიანებს მენსტრუალური ჯანმრთელობის დაცვისთვის; აუცილებელ ელემენტებს განეკუთვნება: მენსტრუაციის მართვისთვის საჭირო უსაფრთხო, მისაღები და საიმედო მარაგები; სივრცე, სადაც ჰიგიენური საშუალებების გამოცვლა და თავის მოწესრიგება - დაბანა - უსაფრთხოდ არის შესაძლებელი; და ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად საჭირო ინფორმაცია. მენსტრუალური ჯანმრთელობის დაცვა გულისხმობს ყოვლისმომცველ მიდგომას, რაც მოიცავს განათლებასა და ინფრასტრუქტურას, საჭირო მარაგებზე წვდომასა და სტიგმის დაძლევის მიმართულებით ძალისხმევას.

მენსტრუალური ჯანმრთელობა გლობალურ თუ ეროვნულ დონეზე განხორციელებული ჯანმრთელობისა და განვითარების პოლიტიკის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს და ინვესტიციები უნდა ითვალისწინებდეს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც მენსტრუალურ ჯანმრთელობას ენიჭება ადამიანის უფლებების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, გენდერული თანასწორობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში. სკოლების, სამუშაო ადგილების და საჯარო დაწესებულებების ვალდებულებას წარმოადგენს უზრუნველყოფა იმისა, რომ ადამიანებს შეეძლოთ მენსტრუაციის მართვა კომფორტულად და ღირსეულად. მიზანმიმართული პოლიტიკის შემუშავება და გატარებაა საჭირო მენსტრუალური სიღარიბის აღმოსაფხვრელად, რაც გულისხმობს იმას, რომ შემოსავლების სიმწირის გამო, ბევრ ქალსა და გოგოს არ აქვს საშუალება შეიძინოს მენსტრუალური ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო პროდუქტები და ბევრ მათგანს ეზღუდება წვდომა წყალსა და სანიტარიულ სერვისებზე.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივა, რომელიც მენსტრუალური ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მხარდაჭერას ემსახურება, გულისხმობს ქალებისა და გოგოების - მათ შორის დევნილთა ბანაკებში მყოფი პირების - განათლებას მენსტრუაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, უსაფრთხო სანიტარულ საშუალებებზე მათი წვდომის უზრუნველყოფას და მათ მომარაგებას აუცილებელ ჰიგიენურ საშუალებათა ნაკრებით, რომლებიც შეიცავს საპონს, ჰიგიენურ საშუალებათა მარაგებსა და საცვლებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ.