Go Back Go Back
Go Back Go Back

კრიზისულ ვითარებაში მყოფი ქალებისა და გოგონების დასაცავად გადაუდებელი ძალისხმევაა საჭირო

კრიზისულ ვითარებაში მყოფი ქალებისა და გოგონების დასაცავად გადაუდებელი ძალისხმევაა საჭირო

Statement

კრიზისულ ვითარებაში მყოფი ქალებისა და გოგონების დასაცავად გადაუდებელი ძალისხმევაა საჭირო

calendar_today 19 August 2018

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანმის განცხადება მსოფლიო ჰუმანიტარულ დღესთან დაკავშირებით - 2018

 

ქალები და გოგონები, რომელთაც, ომისა და კატასტროფის შედეგად, იძულებით დატოვეს საცხოვრებელი ადგილი, გაუპატიურები, ექსპლუატაციისა და შევიწროების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. თუმცა ლტოლვილთა ბანაკამდე, ან ჰუმანიტარული სერვისებით უზრუნველყოფილ სხვა ადგილამდე მისვლა, ამ რისკების თავიდან აცილებას ყოველთვის არ ნიშნავს.

ცუდად განათებულ საპირფარეშოები ან წყალსაქაჩები, რომელიც უსაფრთხოების დაცვის ოფიცრების თვალსაწიერის მიღმა მდებარეობს, ქალებისა და გოგონებისთვის საფრთხის შემცველ სივრცეებს წარმოადგენს, რადგან ასეთ ადგილებში ისინი შესაძლოა სექსუალური ძალადობის სამიზნე გახდნენ.  შესაბამისად, ქალებმა და გოგონებმა შესაძლოა უარი თქვან მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების გამოყენებაზე იქ, სადაც უსაფრთხოება დაცული არ არის. ორსული ქალი, რომელსაც მშობიარობის დრო აქვს, ურთულესი აარჩევანის წინაშე დგას: იმშობიაროს იქ, სადაც იმყოფება, თუ თავდასხმის რისკის ქვეშ ეძებოს ახლომდებარე სამშობიარო ან კლინიკა.

ასეთი გადაწყვეტილების მიღება არცერთ ქალ არ უნდა უწევდეს. ზოგჯერ გამოსავალი შეიძლება ისეთი მარტივი იყოს, როგორიცაა ბანაკებში უფრო მეტი განათების დაყენება ან კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომსახურების საზოგადოებრივ ადგილებში გაწევა. თუმცა, ხშირად საჭიროა, მეტი უკეთ დაგეგმილი ნაბიჯი გადავდგათ გენდერულ უთანასწორობის წინააღმდეგ, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას აძლიერებს.

დღეს, მსოფლიო ჰუმანიტარულ დღეს, მე მოვუწოდებ ჰუმანიტარულ სოფეროში მომუშავე ყველა დაინტერესებულ მხარეს, შევასრულოთ ჩვენი საერთო ვალდებულება - დავიცვათ საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრები ზიანისგან, განსაკუთრებით კი დავიცვათ ქალებისა და გოგონების უფლებები, უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე. გაეროს მოსახლეობის ფონდი თავის წილ საქმიანობას ახორციელებს, კრიზისულ სიტუაციაში მყოფ და დაზარალებულ ქვეყნებში ქალების სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი რეპროდუქციული ჯანრმთელობის სერვისებით უზრუნველყოფით, ქალებისა და გოგონებისთვის უსაფრთხო სივრცეების შექმნით და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის მომსახურებების შეთავაზების გზით. ჰუმანიტარული სფეროში მომუშავე საზოგადოების მხარდაჭერით, ჩვენ შეგვიძლია მკვეთრად შევამციროთ მილიონობით ქალისა და გოგონას წინაშე ყოველდღიურად არსებული რისკები.