Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

კამპანია “კაცები ზრუნავენ” ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წარდგება

კამპანია “კაცები ზრუნავენ” ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წარდგება

News

კამპანია “კაცები ზრუნავენ” ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წარდგება

calendar_today 02 October 2018

კამპანია „კაცები ზრუნავენ“, რომელიც 2018 წელს “Emerging Europe Award”-ის გამარჯვებული გახდა, როგორც თანასწორობის ხელშემწყობი საუკეთესო ინიციატივა ევროპის მასშტაბით, 10-14 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარდგება, სადაც წელს საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანაა. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და ორგანიზაცია LitCam-ის პარტნიორობით, კამპანიის ეგიდით ფრანკფურტში სამი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებებში მონაწილეობას კამპანიის სახეები და ორგანიზატორები მიიღებენ.

 

10 ოქტომბერს, 14:00 საათზე, LitCam-ის სცენაზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელი თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორი კარლ კულესა, ამავე ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძეს და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის, Stiftung Lesen-ის ხელმძღვანელი ჯო მესი  გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე, მამების ჩართულობის აუცილებლობასა და არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრებენ. პანელ-დისკუსიაში საქართველოსა და გერმანიის მაგალითები იქნება განხილული.

 

12 ოქტომბერს, 17:00 საათზე, LitCam-ის სცენაზე UNFPA-ს საქართველოს ოფისის გენდერული თანასწორობის პროგრამის მენეჯერი მარიამ ბანძელაძე და კამპანიის “კაცები ზრუნავენ” სახე, ტელეწამყვანი და მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე საერთაშორისო აუდიტორიას კამპანიის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინიციატივების შესახებ ესაუბრებიან. ამავე პანელის ფარგლებში შედგება წიგნის  “იავნანა ლილისათვის” ინგლისური ვერსიის პრეზენტაცია, რომელიც კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, ალექსანდრე ლორთქიფანიძის ავტორობით შეიქმნა (ილუსტრატორი: სოფო კილაძე).

 

13 ოქტომბერს, 11:00 საათზე, LitCam-ის სცენაზე კამპანიას “კაცები ზრუნავენ” წარმოადგენს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. პანელ-დისკუსიაში ლევან კობიაშვილთან ერთად სახელოვანი ბრაზილიელი ფეხბურთელი კლაუდიმერ მარია ბარეტო (კაკაუ) მიიღებს მონაწილეობას. სპიკერები ისაუბრებენ ფეხბურთის სოციალურ პასუხისმგებლობასა და ფეხბურთელების გავლენის მნიშვნელობაზე გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცეში.

 

 

კამპანიაკაცები ზრუნავენხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამისგენდერული თანასწორობისთვისფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით - საზოგადოების გაძლიერებას. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.