Go Back Go Back
Go Back Go Back

თბილისში ჯანსაღი დაბერების საკითხებზე რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისში ჯანსაღი დაბერების საკითხებზე რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

News

თბილისში ჯანსაღი დაბერების საკითხებზე რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

calendar_today 30 November 2019

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა ოფისმა, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინის ოფისებთან ერთად, გამართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა თემაზე: ჯანსაღი და აქტიური დაბერება. 28 ნოემბერს ჩატარდა სიმპოზიუმი, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ისაუბრეს არსებულ დემოგრაფიულ დინამიკაზე დაბერებასთან დაკავშირებით და ქვეყნების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და საუკეთესო პრაქტიკაზე ჯანსაღი დაბერების ხელშეწყობისათვის, 29 ნოემბერს კი ტრენინგი აქტიური და ჯანსაღი დაბერების ცენტრების მოწყობისა და მართვის შესახებ. 
განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა წინსვლამ და ადამიანთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებამ, ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკასთან, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდასთან და შობადობის შემცირებასთან ერთად, განაპირობა მოსახლეობის დაბერების ტენდენციის გამყარება. აღნიშნული ტენდენცია, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით, ამჟამად ვრცელდება განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. შესაბამისად, პროგნოზის თანახმად, გლობალური მასშტაბით, 60 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა გასამმაგდება, და თუ მათი რაოდენობა, არსებული მონაცემებით, 600 მილიონს შეადგენს, საუკუნის შუა პერიოდისათვის იგი 2 მილიარდამდე გაიზრდება. პროცენტული მაჩვენებლი კი გაორმაგდება და თუ 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, დღეის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 10%-ს შეადგენს, 2050 წლისთვის მათი წილი 21%-მდე გაიზრდება. 
მოსახლეობის დაბერება მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აყენებს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას. გარდამავალი ეკონომიკის მქონე და განვითარებად ქვეყნებში, აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ შეიძლება დადგეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ საზოგადოებებში არსებული სოციალური და კულტურული მახასიათებლები შესანიშნავ შესაძლებლობებს გვთავაზობს მოსახლეობის დაბერებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ყველაზე მწვავე საკითხთან გასამკლავებლად: ეს არის ხანდაზმული მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, რომელსაც მნიშვნელოვნად აზიანებს იზოლაცია და მარტოობა, რაც ბევრი ხანდაზმულის ხვედრია. 
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი მიდგომების შემუშავებას აქტიური და ჯანსაღი დაბერების ადვოკატირებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით. 

 

Conference Notes

კონცეფცია & დღის წესრიგი