Go Back Go Back
Go Back Go Back

თბილისი მასპინძლობს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის რეგიონული ალიანსის ფორუმს, რომელიც ქალებს შორის ავთვისებიანი სიმსივნით სიკვდილიანობის რიგით მეორე წამყვანი მიზეზის აღმოფხვრას ემსახურება

თბილისი მასპინძლობს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის რეგიონული ალიანსის ფორუმს, რომელიც ქალებს შორის ავთვისებიანი სიმსივნით სიკვდილიანობის რიგით მეორე წამყვანი მიზეზის აღმოფხვრას ემსახურება

News

თბილისი მასპინძლობს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის რეგიონული ალიანსის ფორუმს, რომელიც ქალებს შორის ავთვისებიანი სიმსივნით სიკვდილიანობის რიგით მეორე წამყვანი მიზეზის აღმოფხვრას ემსახურება

calendar_today 28 September 2023

A panel of three women sitting in front of an audience
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

თბილისი, 2023 წლის 28 სექტემბერი – მეტი ძალისხმევაა საჭირო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოსაფხვრელად, განაცხადეს მონაწილეებმა, თბილისში გამართულ, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის რეგიონული ალიანსის რიგით მე-3 ფორუმის გახსნის ცერემოანიაზე, რომელსაც მასპინძლობს გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და საქართველოს მთავრობა.

საშვილოსნოს ყელის კიბო რეპროდუქციული ასაკის ქალებს შორის ავთვისებიანი სიმსივნით სიკვდილიანობის მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია, ყოველწლიურად 32 000 ქალს უსვამენ საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზს, რომელთაგან 16 000 იღუპება. გარდა ამისა, საშვილოსნოს ყელის კიბო უზარმაზარ ფსიქოლოგიურ და სოციალურ სტრესსა და ფინანსურ ზარალს აყენებს ქალებს, მათ ოჯახებს და ჯანმრთელობის ეროვნულ სისტემებს.

საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევის აღმოფხვრა ჩვენს რეგიონში შესაძლებელია, თუ ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას ზემოქმედებაზე ორიენტირებული პრევენციის პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის მიზნით“, - განაცხადა ჯულია ვალესემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორის მოადგილემ.

„საქართველოში დანერგილი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა წარმატებით ხორციელდება, მაგრამ საშვილოსნოს ყელის კიბო კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ. ”მსგავსი ფორუმები უმნიშვნელოვანესია, რადგან ისინი წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობის, კავშირების დამყარებისა და ცოდნის გაზიარების პლატფორმებს.”

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების 90 პროცენტის პრევენცია შესაძლებელია რეგულარული სკრინინგისა და კიბოს გამომწვევი ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაციის გზით. ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნა ამ დაავადების პრევენციისა და მკურნალობის მიმართულებით, თუმცა, რეგიონის უმეტეს ქვეყნებში არ არსებობს ორგანიზებული სკრინინგის პროგრამები და სკრინინგსა და საჭირო მომსახურებებზე წვდომა ხშირად შეზღუდულია, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ან სხვაგვარად მოწყვლადი თემების წარმომადგენლებისთვის.

Two women sitting, one of them holding a mic
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების ევროპის საპარლამენტო ფორუმის მიერ ღონისძებაზე წარმოდგენილი პრევენციის პოლიტიკის ანალიზი დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის არსებულ მკვეთრ განსხვავებას ადასტურებს -აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და სკრინინგის პოლიტიკის დანერგვის საქმეში მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან დასავლეთ ევროპის ქვეყნებს.

ორდღიან შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნების მიერ საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისა და მკურნალობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, უახლესი მტკიცებულებები, საუკეთესო პრაქტიკა და ინოვაციური მიდგომები.

ფორუმი იმართება 2023 წლის 19-20 ოქტომბერს ჟენევაში დაგეგმილი მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) 30 წლისადმი მიძღვნილი რეგიონული კონფერენციის წინ, რომელზეც განხილული იქნება 30-წლიანი პროგრესი, 1994 წელს მიღებული სამოქმედო პროგრამის განხორციელების მიმართულებით.

A woman standing up, holding a mic
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, კერძო სექტორისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენელი 100 მონაწილე ერთობლივად მიიღებს მოწოდებას ქმედებისკენ, რომელიც რეგიონში საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრის დაჩქარებას ემსახურება.

2021 წელს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის, აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, ჩამოყალიბდა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის რეგიონული ალიანსი. აღნიშნული ალიანსი წარმოადგენს რეგიონულ საკოორდინაციო ორგანოს, რომელიც აერთიანებს პოლიტიკოსებს, მედიცინის სფეროს წამყვან მუშაკებს, კერძო სექტორის კომპანიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მათ შეძლონ ითანამშრომლონ, ერთმანეთს გაუზიარონ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ისინი ფლობენ, და ხელი შეუწყონ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) რეგიონული სტრატეგიის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემის, აღმოფხვრას, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

რეგიონული ალიანსის ფორუმი თბილისში იმართება ფარმაცევტული კომპანია MSD“-ის, ფარმაცევტულ და დიაგნოსტიკური კომპანია „როშისა“ (Roche) და კომპანია „QIAGEN-ის ფინანსური მხარდაჭერით.