Go Back Go Back
Go Back Go Back

"თანასწორობის კუთხე“ თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში

"თანასწორობის კუთხე“ თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში

News

"თანასწორობის კუთხე“ თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში

calendar_today 29 July 2022

Two girls and a boy sitting together, reading a book
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციტივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა და თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ბიბლიოთეკას 200-ზე მეტი წიგნი შეემატა, რომელთა ძირითადი თემა თანასწორობა, ქალთა და გოგონათა გაძლიერება, ტოლერანტობა და ადამიანის უფლებებია. 

„თანასწორობის კუთხის“ გახსნაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა. მათ მოსწავლეებთან გენდერული თანასწორობის, გოგოებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

Two girls standing in front of a bookshelf, looking at something in a book together
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივა საშუალებას აძლევს მოზარდებს და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, მეტი გაიგონ თანასწორობის იდეის შესახებ. 

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი უკვე მრავალი წელია, აქტიურად იყენებს ინოვაციურ მიდგომებს, რათა უკეთ მისწვდეს სამიზნე აუდიტორიას და ამ გზით, სოციალურ ცვლილებებს შეუწყოს ხელი. ლიტერატურა ის უნივერსალური ენაა, რომელიც საშუალებას აძლევს მოზარდებს და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, მეტი გაიგონ თანასწორობის იდეის, ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ. 

An adolescent boy wearing a read long-sleeve shirt is leaning on a book smiling
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის „თანასწორობის კუთხე“, რომელიც უკვე მეთოთხმეტეა საქართველოს მასშტაბით, გაიხსნა პროგრამის “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.